Le Fabuleux Destin De Giga

ვერბალური ექსჰიბიციონიზმი

ელტონ ჯონი და ირაკლი ჩარკვიანი

leave a comment »

ელტონ ჯონის საღამო მაქვს. ნუ, გაგა ზის კომპთან და მასმენინებს. მგონი, რონან კიტინგთან ერთადაა რაღაც ცოცხალი შესრულება Your Song-ის. მე ცალკე ვზივარ და ვფიქრობ, რომ რაღაცის დაწერა მინდა, მაგრამ თავში არ მომდის არაფერი. 8-ზე დამეძინა გუშინ და პირველისთვის უკვე გამოვფხიზლდი ანუ 5 საათიც არ მეძინა.

ტელეფონმა გამაღვიძა:( პრინციპში, ამ სახლში ან კარზე ლოლას ისტერიული ბრაგუნი მაღვიძებს ან ვინმე სულიერის დაუსრულებელი რეკვა ტელეფონზე – ფიქსირებულზე ან მობილურზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმ დღეს უნდა ხდებოდეს, როცა ადრე დაძინებას ვწყვეტ. სოლედადობის შემოტევების დროს, როგორც წესი, ორი დღე ან მეტიც, კაციშვილს არ ვახსენდები, თუმცა ეგ ჩემი ბრალიცაა და აქ საერთოდ არაა მოსატანი:)

რეპერტუარი ჩარკვიანით ჩანაცვლდა. ესე იგი რაღაც შეიცვალა:) მაგრამ, როგორც მესმის, კიდევ უფრო გრუზია, ვიდრე ელტონის შემოქმედება. ამიტომ სულ რამდენიმე წამში, ჩემს მეგობარს თავაზიანად შევთავაზებ რაიმე სხვა ჩართოს, რადგან სევდა იქეთ იყოს და… არ მინდა ამ პოსტის დასრულებამდე მიმეძინოს.

ლევან mamont წიკლაურმა facebookze ეს ვიდეო დამილინკა:

ამ ყველაფრის წერას რომ მოვრჩები, ვუყურებ. მანამდე კი, აქვე ერთი ფოტო უნდა დავდო, რომელიც პირველივე იქნება, რაც ჩემი ღამის ნაბოდვარის წამკითხველს თვალში მოხვდება. მთელი დღეა ვუყურებ სად დავდო – აქ თუ facebook-ზე. ამ უკანასკნელზე რომ დავდო, ორი სიტყვით ვერ აღვწერ რაშია საქმე. აქ კიდევ, უბრალოდ ფოტოს და მისი აღწერის დადება არ მინდოდა. ამიტომაც წავუმძღვარე ამხელა წინასიტყვაობა:)

თან, ეს უბრალო სურათი არ არის. მასში ძალიან ბევრი რამ იგულისხმება //ამ იტერპრეტაციის აქ დაწერაც წინასწარ მქონდა განზახული//. ერთი შეხედვით, შეუხედავი ნათურაა, რომელიც რამდენიმე უჩვეულო მავთულითაა დაკავშირებული დენის წყაროსთან. თუმცა, თუ კონკრეტული სფეროს სპეციალისტი არ ხარ და მცირე დროით დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ ფერთა ეს კომბინაცია სადღაც უკვე გინახავს. და კიდევ თუ ჩაუღრმავდები, იმასაც მიხვდები, რომ ეს უბრალო სადენი კი არა – ერთადერთი და განუმეორებელი ქსელის კაბელია.

აქ კიდევ რაღაცის დაწერა მინდოდა, ჩემსა და ამ ნათურას შორის მჰმჰმჰ… ერთი შეხედვით სიმარტივესა და მოგვიანებით, მთელი სირთულის გააზრებაზე პარალელების, თუმცა…

Sandro [4:39am]
GIGA,
RAS sSHVEBI?
DZALIAN MOMENATREE
:))))))))))
Giga [4:40am]
ravi, shen?:))
Sandro [4:40am]
MODI AN ME MOVAL SHENTAN!!!11
AIRCHIE!
:d :d :d :d :d
Giga [4:41am]
modi:)
Sandro [4:42am]
OK GAAMZADE GVINO!!!
20 CUTSHI MAND VAR

ახლა უკვე ყველაფერი სულ ერთია :))

Мой ненормативный гороскоп

with one comment

Что можно сказать о знаке, когда за меня все уже сказала сухая наука? Дева – самый, сука, жестокий и бесчеловечный знак зодиака. По данным международной статистики больше всего маньяков-психопатов произрастает как раз из Дев. Эта сука способна ласково улыбаться тебе, а в голове рисовать упоительную картину твоих кишок, привязанных к люстре. Выдам вам тайну – все маленькие Девы в децтве планируют стать Чорными Властелинами Планеты, а когды вырастают и понимают, что въебали, становятся просто бессердечными монстроидами и отравляют своей педантичностью и любовью к закону и порядку (а корни, понятно, еще из сопляческих желаний зохавать Вселенную) существование буквально каждому, кому повезет жить с Девой на одной территории. Жена-Дева – это та тетка, которая заправляет тебе кровать, когда ты в три часа ночи встаешь поссать. Мужчина-Дева – самый страшный учитель математики, какого вы можете себе вообразить. Контрол-фрики, конечно же. Трахается по расписанию, потому что во всем должен быть порядок. Причин своих поступков никому не объясняет, виной тому – опять-таки вынесенная из децтва мания величия. Впрочем, может впасть и в другую крайность – ни в грош себя не ставить и вообще, сука, каждодневно изображать из себя жертву и агнца, чем и заябывает окружающих до страшного. Вообще, кстати, любит сыграть на нервах близких и начать страдать на публику, причем, гадина, сама обычно верит в свои страдания, отчего начинает болеть и чахнуть. В быту полезна, потому что знает и умеет множество всяких кунштюков (выучила пока планировала стать Чорным Властелином). Вообще жить с ней можно, если тотально абстрагироваться и убрать из дома оружие.

საკუთარი ნიშნის არანორმატიული დახასიათების წასაკითხად შედით აქ.

მადლობა ოთოს იდეისთვის.

P.S. კიდევ, საწორების დახასიათებიდან გამოვყოფდი ერთ მონაკვეთს: Не дурак сходить налево, при этом может иметь постоянного партнера и объяснять измены тем, что душой он всегда верен Единственному/ой, а тело – это так, суть прах зловонный. В общем, тот еще гондон.

მერე ვინმე იტყვის ჰოროსკოპების არ მჯერაო:))

Written by Giga

2 იანვარი, 2010 at 08:17

with 4 comments

Душа моя поет, душа играет в трубы,
Но сердце иногда грызет глухая грусть.
Я вспоминаю твои глаза и губы,
Я чахну без тебя, я чахну – ну и пусть.
- Илья Лагутенко и “Браво” – “Мне грустно и легко”

ახლა მეხუთე ჭიქა ღვინოს ვსვამ. წითელია. “მუკუზანი” მგონი, თუმცა არ ვარ დარწმუნებული. სულ არ ვაპირებდი ღვინის სმას დღეს. არც დალევას, საერთოდ. ცოტა ხანი სახლში ჯდომა მინდოდა და ჩემი საყვარელი საქმიანობით – ფიქრით დაკავება. არ მაცალეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი იყო.

18:29-ზე თიკამ დამირეკა. მაიაკოვსკის ძეგლთან ვართო და ჩამოდიო ორი წუთით. ახალი გაღვიძებული ვიყავი და იმ დროისთვის მხოლოდ Farmville-ში მოსავლის აღება და ახლის დათესვა მოვასწარი. სახეც არ დამიბანია. გუშინ ბევრი ვიარე თიკასთან ერთად. მთელი ღამე და მეძინა.

ჩავედი. მიუხედავად იმისა, რომ ფეხები მტკიოდა და ზოგადად, ჭუჭყიანად ვგრძნობდი თავს, ორი ვარიანტი შევთავაზე: ძმასთან, მის ძმაკაცებთან და რძალთან ამოსვლა ან ჩემთან, არეულ ბინაში მისვლა. ჩემთან არჩიეს. შემრცხვა. იმ მოსაზრებით, რომ დარწმუნებულიყვნენ თავიანთი გადაწყვეტილების სიმტკიცეში, სახლიდან ღვინის ბოთლის წამოღება მოვიმიზეზე და ცოტა ხნით მარტო დავტოვე. გუშინ მაჩუქა თიკამ. “მუკუზანი”. არ მიყვარს ღვინო.

მოვედით. ლიფტი არ მუშაობდა. ისევ ფეხით ვიარეთ. გზაში ნათკას ახალი წელი მივულოცე და დავუდასტურე, რომ ეს სამი ხმაურიანი გოგო ჩემი სტუმარი იყო. ჩემი მეკვლეები გახდნენ. პირველი ვინ შევიდა არ მახსოვს. ნუ, მახსოვს, მარა რა ქვია – ეს არა. ალბათ, მერე დავიმახსოვრებ ან არასოდეს აღარ ვნახავ ცხოვრებაში. რა იცი, რა ხდება. საერთოდ, თიკასთან მიმართებაში არასოდეს არ ვიცი – რა ხდება.

მე, თიკა და nike

ამიტომაც, თავს ვიკავებდი თიკაზე პოსტის დაწერისგან. 4-ედ ვნახე. 2 ჯერ ერთ დღეს, ერთხელ გუშინ და დღეს. არასოდეს არ ვიცი როგორ მოიქცევა. როდის წავა. მე მგავს. მეც ზუსტად ასეთი ვარ და ამიტომ უჭირთ ჩემთან ხშირი ურთიერთობა. მისი სპონტანური გადაწვეტილებები კი ჩემთვის ერთგვარ აზარტად იქცა, თუმცა თამაშს ამას არ დავარქმევ. მეყო თამაშები. Game Over. მე წავაგე, თუმცა გამარჯვებულად ვრძნობ თავს. მარა, თიკა რა შუაშია.

ა, ხო არის. მისი მეგობარია. ამიტომაც, ძალაუნებურად მასზე მიწევს ლაპარაკი. თუმცა, ვფიქრობ ეს მალე მორჩება. ძალიან ბევრი გვაქვს მე და თიკას სხვა საერთო. ამოვწურავთ თემას, გადავალთ სხვაზე. იმედია. მაგრამ, თიკა უფრო რომანტიულია ვიდრე მე, ჯერა რაღაცეების. მე უკვე აღარ.

19:28-ზე თიკა და მისი მეგობრები წავიდნენ. ისევ მარტო ვარ. არც ოჯახთან ერთად, არც მეგობრებთან. ცუდად არ ვარ, მაგრამ მარტო ვარ. ტეხავს. მაგრამ, თან – არა. მიყვარს მარტო ყოფნა. ბევრი ქცევა მაქვს ისეთი, რომელსაც მხოლოდ მარტო ყოფნისას ვასხავ ხორცს. ვის არ აქვს რო?:) თუმცა, რამე რადიკალურად პახაბნის გაფიქრება ამ მომენტში არ არის აუცილებელი.

მერვე ჭიქა დავისხი. ცოტა მთვრალი ვარ. თიკა სკაიპშია. “midiiiii, chems magivradac dalie. chatvale shentan ertad var” მწერს. კი ხარ, თიკა, მაგრამ არ ხარ. თავს მეორედ აღარ მოვიტყუებ. მეყო ციფრული სიყვარული. კმარა. მგონი, კიდევ დარჩა ღვინო… ა, ჰო, მეორე ბოთლიცაა.

Пройдет какой-то срок – тебя я позабуду,
Улыбку и глаза забуду навсегда.
Увидеть бы тебя в последний раз, но чуда,
Увы, напрасно ждать, – пора чудес прошла.

Пора чудес прошла, прошла пора героев,
Прошла пора цариц, волшебниц и богинь.
Мне грустно и легко. Иллюзий я не строю
И снова, сквоэь туман, я вижу неба синь.

Written by Giga

1 იანვარი, 2010 at 20:26

Top 100 of 2009

with 3 comments

Oh, what a waste of time it is
To indulge inside of bliss
Getting ready for another year like this
Another year to lie
Another year goes by

ჩემი წლის ნომერი 1. დიდი მადლობა დადას აღმოჩენისთვის. თანაც, ორი ადამიანის სახელით:)

ამ ბოლო ხანებში ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ სულ არ არის აუცილებელი რომელიმე სულიერი ორ-ფეხზე-მდგარი არსების მეგობრების გაცნობა იმისთვის, რომ მიხვდე თუ რას წარმოადგენს იგი. საკმარისია მხოლოდ რამდენიმე კითხვა დაუსვა იმის თაობაზე, თუ რას უსმენს. და ეს, ხშირ შემთხვევაში, ამართლებს.

ასე მაგალითად, ვერასოდეს ვმეგობრობდი ადამიანებთან, რომლებიც უსმენენ Mariah Carey-ს, Lara Fabian-ს, Celine Dion-სა თუ Алла Пугачева-ს მტრის ბანაკიდან. შესაბამისად, მუსიკალური გემოვნება, რაღაც გარკვეულ პერიოდში ჩემთვის ადამიანის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა და პირობითად “ცუდი” თუ “არამნიშვნელოვანი” შემსრულებელი, ზუსტად იმავენაირად მოქმედებს პირველად შთაბეჭდილებაზე, როგორც სახელები: ფუჩქი კრიჭინაშვილი, ფემისტოკლე ზეცაშვილი ან ვარგისო ნამზითიშვილი.

საკუთარი პიროვნების გამოხატვისთვის კი, ამ შემთხვევაში ჩემს თავს ვგულისხმობ, ბლოგზე უკეთესი არენა არ არსებობს, ამიტომ აქ უკვე მეორედ თავს მოვუყვრი იმ 100 სიმღერას, რომელიც  2009 წლის განმავლობაში, ყველაზე ხშირად მოვისმინე. ეს კი, თავის მხრივ, ამარიდებს ამ პოსტში კონკრეტული ფაქტების და პიროვნებების დასახელებას, რადგან 100-ეული ყველაზე კარგად გამოხატავს იმ განწყობებს, რომლებიც წლის განმავლობაში მქონდა:)

წავიკითხოთ სრულად »

Written by Giga

31 დეკემბერი, 2009 at 17:48

ატჩოტი

with one comment

"ფოკუსის" დეკემბრის ნომრის ყდა

გრიპისა და გაციების, ისევე როგორც მათი თანმხლები მოვლენების მიუხედავად, გაგამ და მე მაინც შევძელით გერმანიაში დაკისრებული მისიის პირნათლად შესრულება და მკითხველს, რამდენიმე საინტერესო რაღაც მოვუმზადეთ:)

ვისაც აინტერესებს, სია ასეთია:

ჟურნალში “ფოკუსი”

  • MTV საზღვრების გარეშე [MTV Europe Music Awards 2009-ის მიმოხილვა]
  • ინტერვიუ ჯგუფთან maNga
  • ინტერვიუ ჯგუფთან the KOLIN
  • პრუსტის კითხვარი წარმოშობით ქართველ დიზაინერ დევიდ კომასთან

ჟურნალში “დიალოგი” (aka “ჯეოსელის ჟურნალი”)

  • მუსიკა. ბერლინი. კედლები.

ჟურნალი “ფოკუსი” უკვე გაყიდვაშია, მარა ჯერ-ჯერობით მას მხოლოდ მეგობრის დედამ სუპერმარკეტ “იბისის” ტერიტორიაზე მიაგნო:) თუმცა, რედაქციის თანამშრომლების თქმით, მისი ყიდვა ყველგანაა შესაძლებელი:) მე ჯერ არ გამიმართლა.

“დიალოგის” ზამთრის ნომერი “ჯეოსელის” ოფისებში უფასოდ იქნება უახლოეს დღეებში ხელმისაწვდომი:)

მიხარია:) არ უნდა მიხაროდეს?:)))

ყველაზე კრეატიული კლიპი

with 2 comments

ამ პოსტს უკანა თარიღით ვაქვეყნებ, ჩემი ბლოგის სამარცხვინო მივიწყების რაღაცისაქნელად [აქ სიტყვა ვერ მოვიფიქრე და რადგან პოსტი ისედაც პატარა უნდა იყოს, ტყუილად დროის დაკარგვა რა საჭირო იყო?]. ჰოდა, ამასწინებზე, facebook-ზე Leonard Shelby-ს მიერ დაპოსტილი “ყველაზე ლამაზი კლიპი” შევნიშნე, რომელიც მართალია მომეწონა, მაგრამ ჩემი ბოლო დროის ყველაზე საყვარელ ვიდეოს მაინც ვერ ვამჯობინე:) ამიტომ მათთვის, ვისაც კლიპები აინტერესებს, ვპოსტავ Ok Go-ს მორიგ შედევრს:

თუ Ok Go-ს შესახებ პირველად გაიგეთ, გირჩევთ, იხილოთ მათი წინა ნამუშევრები:

და მოისმინოთ:

//თიკა, Crash The Party-ს კლიპი არ აქვს მგონი, ან მე ვერ ვიპოვე//

და მერე ქართული ფან-კლუბი ჩამოვაყალიბოთ:)

Written by Giga

26 დეკემბერი, 2009 at 22:22

ტესტი

leave a comment »

Вы самый обыкновенный человек
Вы, как все способны любить, ненавидеть, презирать, мечтать, надеяться, планировать свое будущее. Вас легко вывести из себя, но вы быстро отходите. Вы долго можете идти к намеченной цели. Редко рассчитываете на других людей, пытаетесь все взять в свои руки. Не когда не вините в своих проблемах ближних. Ваша жизнь это постоянный бег вперед и только иногда, когда совсем трудно, вы оглядываетесь назад. Если вам и придется когда-то взять руки оружие, то это будет в целях самообороны. По этому ваше лучшее оружие это – Glock-19, пистолет, калибр 9мм (9х39 Para), Австрия

image

Пройти тест

Written by Giga

3 დეკემბერი, 2009 at 00:11

ბერლინი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები

with 3 comments

მას შემდეგ, რაც გერმანია-თურქეთის ვოიაჟიდან დაბრუნებულს, საბოლოოდ მეღირსა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიწაზე ფეხის დადგმა, რამაც საბოლოო ჯამში, ჩემი, ადრე თუ გვიან, სახლში მისვლა განაპირობა, ვცდილობ შთაბეჭდილებების შესახებ პოსტის დაწერას.

არა იმიტომ, რომ გერმანიაში გამგზავრება აზერბაიჯანს და სომხეთს ჯობია; და არც იმიტომ, რომ ემ-ტი-ვის დაჯილდოებაზე მოხვედრა “მეგა”-ს დაჯილდოებაზე კაი პონტია და მე ამის მეამაყება ან /სიტყვა ”მარიაჟობის” ალტერნატივა ვერ ვიპოვე/. უბრალოდ, როგორც ყოველთვის დავიღალე ყველასთვის სათითაოდ იმის ახსნით, რომ კარგი იყო. თითქოსდა, თავად ვერ ხვდებოდნენ, რომ ცუდი, მოვლენათა განვითარების ვერცერთ ვარიანტში, ვერ იქნებოდა.

და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კითხვაზე ”როგორ მოაირეთ?”, რაიმე ნეგატიური მუხტით დატვირთულ პასუხს: ა-ლა ”ვაიმე, გზაში საშინლად გავწვალდით” მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ მიიღეებენ, რომ ბერლინური გარემოებები და იქ განცდილი, ყველაფერი ცუდის კომპენსირებას ახდენდნენ და ყველაფერი კარგად რო იქნებოდა, ისედაც გასაგები უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ მე ვიცი:)

ამიტომ, კითხვაზე ”გიგა, ჩამოხვედი?”–ზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ (მით უფრო, როცა ფაქტი აშკარად სახეზეა და მათ წინაშე თბილისის რომელიმე ქუჩაზე ვდგავარ), შემდეგ კითხვას, რომელიც, როგორც წესი, „როგორი იყო?“-ს გულისხმობს, პასუხად „ციოდას“ ვპასუხობდი. არა იმიტომ, რომ ვცდილობდი ორიგინალური ვყოფილიყავი ან მათი კითხვები რამენაირად მაღიზიანებდეს (მივეჩვიე უკვე), არამედ იმიტომ, რომ ეს ერთადერთია, რამაც მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე, ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა.

ციოდა და წვიმდა თბილისში, როცა მივდიოდით; ციოდა, წვიმდა და თოვდა თურქეთის ტერიტორიაზე; ციოდა ბერლნშიც: სულ წვიმდა და ერთხელ მოთოვა. ციოდა ისე, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, გაციებული დიდ დროს ლოგინში ვატარებდი და ჩინურ რესტორანში წასულმა, რაც გეგმაში გაწერილი იყო, რაღაცეები ისე დავაგემოვნე, რომ ვერაფერი ვიგრძენი. ესეც დაუვიწყარი იყო:)

კიდევ, ბევრს ვფიქრობდი ღორის გრიპზე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე მჭირდა რაღაც გაურკვეველი, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ნიღბიანი ადამიანი მიმოიარებოდა აეროპორტებში, მედიაც სულ მასზე ლაპარაკობდა და მეც მქონდა რამდენიმე სიმპტომი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სიცხე არ მქონდა და ახლაც ცოცხალი ვარ, ღორის გრიპი გამოვრიცხე. თუმცა, აქ მხოლოდ თვითდიაგნოსტიკას აქვს ადგილი.

ბერლინის მონახულებას რამდენიმე დადებითი მხარეც ქონდა, რა თქმა უნდა. მე და გაგას მუზეუმების მონახულება გვინდოდა და თან, მარის და მარიამის სახლი, რომელშიც გავჩერდით, მუზეუმების კუნძულიდან (გერმ.: Museumsinsel) სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობდა. გავყევით კოტეს, ხელელოვნებათმცოდნეს, რომელიც ასევე მარებთან იყო სტუმრად. შევედით Pergamon Museum-ში, სადაც ბევრი ძველბერძნული ქანდაკება იყო. გარდა იმისა რომ მუზეუმებში შესვლა ჟურნალისტის მოწმობით უფასო ყოფილა გერმანიაში, ისიც შევიტყვე, რომ ყველა ამ ბერძნულ ქანდაკებებს კუტუები თავიდან ქონიათ მიმაგრებული (?). ბევრი ვიბოდიალეთ, ასე 1-2 საათი, შეიძლება მეტიც. სულ ცოტა დაგვრჩა სანახავი, მაგრამ უგიდო ტურის გაგრძელების თავი არცერთს აღარ გვქონდა. კოტე იმ საღამოსვე წავიდა, სადღაც შორს. არ მახსოვს. მე და გაგა კი მეორე დღეს ”ახალი მუზეუმის” მონახულებას ვაპირებდით, სადაც ნეფერტიტის ყველასათვის ცნობილი ბიუსტი ინახებოდა და საერთოდაც, ეგვიპტის თემატიკით იყო დატვირთული და გაცილებით უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. მარა არ წავედით. ალბათ იმიტომ რომ უფასო იყო:) ისევე, როგორც არ ვნახეთ ზოოპარკი და კიდევ რაღაც რაც უნდა გვენახა და არ მახსოვს.

სამაგიეროდ ვნახეთ ბიონსე:) /ქართველი დიზაინერის – დევიდ კომას კაბაში/, შაკირა ვნახეთ, ”გრინ დეი”, ”ფუ ფაიტერსი”, ”იუ თუ”, ჯულეეტ ლუისი და ასია არჯენტო, კეტი პერი, ბექთსთრით ბოისი და ლილ კიმი, გიორგი ქორქია და გეგა ფალავანდიშვილი. მაჯაზე SHOW VIP წარწერიანი ლენტები გვეკეთა, რიგში არ ვიდექით და ბევრი უფასო ალკოჰოლური სასმელი ვშთანთქეთ, რამაც გაგას დეივ გროლის ფეხებზე ”კონვერსის” კედები შეამჩნევინა, მე კიდევ ამა თუ იმ ნომინაციებში გამარჯვებულების წინასწარ გამოცნობისკენ მიბიძგა. ერთი სიტყვით, კარგი იყო. ინცინდენტიც კი მოყვა.

თუმცა, ყველაფერი კარგად დამთავრდა და facebook-ზე თუ სხვა სოციალურ სისტემებზე სურათის გამოცვლის საშუალება მომეცა.

Berlin Trip: ბერლინი

with 2 comments

მერე რა რომ ავტობუსში 26 საათი ვიჯექი; მერე რა, რომ აეროპორტში 12 საათის მოცდა მომიწია; მერე რა, რომ თვითმფრინავმა 3 საათი დააგვიანა; მერე რა, რომ ბერლინის აეროპორტში არავინ დაგვხვდა – მთელი Fischerinsel ჩემს ფერხთით არის!

03112009(002)

Written by Giga

3 November, 2009 at 17:07

Berlin Trip: -2 Days

leave a comment »

ისე, შემთხვევით გავაცნობიერე, რომ ზეგ მივდივარ. მართლა. წასვლამდე ორი თვით ადრე უფრო აქტიურად ვიყავი ჩართული ამ ყველაფერში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბევრი ბიუროკრატიული პროცედურა მქონდა გასავლელი (ახალი პასპორტი, ვიზაზე ნერვიულობა, ფინანსური მხარეები) და ყოველივე ამის მოგვარება მოდუნების საშუალებას არც ერთი წამით არ მაძლევდა. ახლა, როცა ყველაფერი რიგზეა, როცა ერთ დაჭმუჭნულ ფაილში ვიზიანი პასპორტი, ბილეთები, დაზღვევა და to-do სია მიდევს, თითქოს დასვენების საშუალება მომეცა, თუმცა, როგორც ახლა მივხვდი, ნამეტანი მომივიდა:)

ისე, ახლა ისიც გავაცნობიერე, რომ ბერლინში მეორედ მივდივარ. მეორედ ვესწრები ასევე MTV Europe Music Awards-ს და სტამბულიც,  რომლის ”მეორე” აეროპორტიდან ორნი [მე და გაგა] უნდა გავფრინდეთ, მეორედ უნდა მოვინახულო:)

Двойка несет с собой любовь, одновременно это символ
непостоянного.

ნადირაშვილს გაუხარდებოდა:) თუმცა, ნადირაშვილი რა შუაშია და სასწრაფო წესით ნომინანტების და გამომსვლელების შესწავლასთან ერთად,  გამწარებული ვებრძვი გრიპს თუ გაციებას, რომელიც ზეგისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მქონდეს:) თუმცა, როცა ამის შესახებ დედაჩემს ვუთხარი, ”არაუშავს, სიცხიანიც წახვალო” მივიღე პასუხად:)

მამენტ, სხვა რეაქციას არ ველოდებოდი:) ვნახოთ, რა იქნება ხვალ:)

P.S. დაჯილდოებაზე ორი გაგა იქნება:))

Written by Giga

30 ოქტომბერი, 2009 at 15:43