მიუხედავად იმისა, რომ სათაური ავიაბილეთში მითითებული ქალაქების ანალოგიით შეირჩა, არაფერი სათავგადასავლო ამ პოსტის დაწერის მამოძრავებელ ძალაში არ არის. პირიქით, ყველაფერი იმდენად მდუმარედ მიედინება, რომ ისედაც არააქტიური სოციალური ცხოვრება კიდევ უფრო განელდა, ხოლო ყველაფრის თავი და თავი ბანალური სეზონური გაციებაა. მოვლენა, რომელიც მსხვერპლიც იმდენჯერ გავხდი 2009-2010 წლების მიჯნაზე, რომ მასთან ბრძოლის შედეგად, დამახასიათებელი ზამთრის დეპრესიაც, სადღაც გაქრა.
ეს კი ბევრ რამეს ცვლის. ვერ ვიტყვი, რომ წლის ბოლოს სპამივით “გამოწერილი” ეს ნერვული აშლილობა რაიმე სახის უსაქმურობით იყო განპირობებული /როდესაც ბევრი დრო გაქვს ნეგატიური ფიქრისთვის და წარმოდგენებისთვის/, თუმცა ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში, თოვლის ბაბუისგან ბოძებული ანჰედონისტური განწყობები 365-დღიანი ციკლის დასრულების განუყრელ შემადგენლად იქცა, რომელთა გაქარწყლებაც მარტის დადგომას ემთხვეოდა და გაზაფხულის პირველი თვე ყოველთვის გარდამტეხი, მაშასადამე დასამახსოვრებელი, იყო ჩემს ცხოვრებაში.
წელს კი, არაფერი ამდაგვარი არ მომხმდარა: პესიმისტური განწყობები წელიწადის ყველაზე ცივ დროს მხოლოდ რამდენიმე საათი გაგრძელდა, მირკანი კი ამოუცნობი ეტიოლოგიის ვირუსული ინფექციით დაიწყო. შესაბამისად, არანაირ ტრანზიციებს ჩემს ყოველდღიურობაში ადგილი არ ქონია. უჩვეულოა, მაგრამ ადვილად შესაგუებელი. ერთადერთი, რაც მაღიზიანებს სხეულის 7 დანაყოფით მომატებული ტემპერატურაა. თუმცა, ღირსი ვარ და აი, რატომ:



