გრიპისა და გაციების, ისევე როგორც მათი თანმხლები მოვლენების მიუხედავად, გაგამ და მე მაინც შევძელით გერმანიაში დაკისრებული მისიის პირნათლად შესრულება და მკითხველს, რამდენიმე საინტერესო რაღაც მოვუმზადეთ:)
ვისაც აინტერესებს, სია ასეთია:
ჟურნალში “ფოკუსი”
MTV საზღვრების გარეშე [MTV Europe Music Awards 2009-ის მიმოხილვა]
პრუსტის კითხვარი წარმოშობით ქართველ დიზაინერ დევიდ კომასთან
ჟურნალში “დიალოგი” (aka “ჯეოსელის ჟურნალი”)
მუსიკა. ბერლინი. კედლები.
ჟურნალი “ფოკუსი” უკვე გაყიდვაშია, მარა ჯერ-ჯერობით მას მხოლოდ მეგობრის დედამ სუპერმარკეტ “იბისის” ტერიტორიაზე მიაგნო:) თუმცა, რედაქციის თანამშრომლების თქმით, მისი ყიდვა ყველგანაა შესაძლებელი:) მე ჯერ არ გამიმართლა.
“დიალოგის” ზამთრის ნომერი “ჯეოსელის” ოფისებში უფასოდ იქნება უახლოეს დღეებში ხელმისაწვდომი:)
ჰუმანოიდთან (ლაშა გაბუნია და ბანჯგვლიანი ფეხები არაფერ შუაშია) ერთად, დღეს ვაკის პარკის ქალი დავლაშქრეთ ფეხით და მერე იქედან კუს ტბის გზისკენ გადავჭერით. შუალედში საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა მოიკითხეს ჩვენი იქ ყოფნის მიზნების და მიზეზების შესახებ, რაზეც ყვერებიანი ქართული ტელეკომპანიების ჟურნალისტების მოწმობებმა ჩვენს ნაცვლად ილაპარაკეს და გზა გავაგრძელეთ. ვინც თბილისის ამ დისტანციურად განლაგებულ ტერიტორიას ჩვენგან განსხვავებული მიზნებისთვის იყენებს, მინდა ვაცნობო, რომ არ ღირს მანქანის მანდ გააჩერება, პატრულირებენ:)
როგორც იქნა ავაღწიეთ დანიშნულების წერტილამდე და ცხელმა ჩაიმ იქვე მდგარ კაფეში ცოტა აზრზე მომიყვანა. სიცივე რომ არა, დისკომფორტი, ჩემდა გასაკვირად, საერთოდ არ მიგრძვნია. მერე კაფედან თავის საყვარელ ადგილზე წამიყვანა, საიდანაც მთელი ქალაქის ხედი მოჩანს; მარა ისეთი გაყინული ვიყავი, რომ ვერც სურათი გადავუღე და ვერც რაიმე სხვა მომენტი დავიჭირე. Britney-ს “I’m Not a Girl, Not Yet a Woman”-ის კლიპი გამახსენა ჩასავარდნმა და წამღერების შემდეგ, ჩემი თავის იდიოტიზმის ხარისხზე გამეცინა.
მერე რამე რომანტიული უნდა მომხდარიყო, მარა არ მოხდა:) ძალიან ციოდა, ძალიან ბნელოდა, ძალიან შორს ვიყავი, ვერ ვაკონტროლებდი სიტუაციას. მოკლედ – გავიზარდე…
კაფეში და უკანა გზაზე ნათლულმა დამირეკა, ამოგივლიო და ჩაგიყვანთო, მარა ჩემს პასუხზე, 10 წუთში მოგწერ მესიჯს-მეთქი, ეგრევე მიხვდა რაშიც იყო საქმე და შემეშვა. ყოველთვის მიყვარდა, როცა ადამიანებს ჩემი ერთი სიტყვით ესმოდათ; სწორედ ამ თვისების გამო ვაფასებ ძველ მეგობრებს:) ვოტ:) ზედმეტი შესავლები არაა საჭირო:)
მთელი გზა კუს ტბისკენ, კაფეში და უკან რაღაც ბევრ სისულელეზე ვილაპარაკე, რომელზეც არ უნდა მელაპარაკა. მაგრამ, რახან ასე მოხდა, ვფიქრობ, ასეც იყო საჭირო. ესე იგი აუცილებელია და უნდა დავიცალო. ესე იგი მაწუხებს და უნდა ვთქვა. ესე იგი, ჩემთვის არ არის სულ ერთი. არც ჰუმანოიდი, არც ის რასაც ვამბობ. თუმცა, ყოველთვის ვიცოდი და ღრმად მწამდა, რომ “ექს-ფაილი” არცერთმა მხარემ არ უნდა გახსნას ურთიერთობის საწყის ეტაპზე, ეს ბევრ ცუდ გრძობას იწვევს და აღძრავს [შედარებები - ცუდია, მართლა].
როგორც არ უნდა იყოს, სახლში მოსულს “ჯეოსელის” ჟურნალისთვის პატარა ტექსტი დამხვდა გადასათარგმნი. ჩავიძირები ეხლა სამუშაოში და შევეშვები ცუდ ფიქრებს. მეორე ადამიანს ვუთხარი უკვე უარი ინტიმის დარღვევაზე. დაპროგრამებულები არ ვართ, რაც იქნება – იქნება, არ მეშინია და მაინტერესებს. არ მკიდია, ესაა მთავარი.
ნორმალური ადამიანები (ჰო, ვიცი, რომ ნევროპათოლოგებს, ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს არ მოსწონთ ასეთი ფორმულირება) თავიანთ დღიურებში ჩანაწერებს დღის ბოლოს აკეთებენ. მე კიდევ, მას შემდეგ, რაც ბლოგში პოსტვა ხელახლა გადავწყვიტე, ჩანაწერებს 2-3 და 4 საათზე ვაკეთებ, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ეს ყველაფერი შეიცვლება და იმ რეჟიმში ჩავჯდები, რომელშიც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი და რომელიც (დიდი ძალისხმევის შემდეგ, ასე თუ ისე დარეგულირებული) თავის დროზე, ერთმა შარსებამ დამირღვია. როცა ამის შესახებ პირველად ვუთხარი, მგონი გაუკვირდა და არ შეიმჩნია, თუმცა ახლა, როცა უკეთ გამიცნო, ალბათ ხვდება რომ ეს უბრალოდ წუწუნი არ ყოფილა, არამედ რეალური პრობლემა, რომელიც კომპლექტში მომყვება:)
როგორც არ უნდა იყოს, მოვრჩი ჯეოსელის ჟურნალის სტატიების თარგმნას, რომელიც საგანგებო რეჟიმში სალომე დეიდამ მომაწოდა:) ამდენი გვერდი ასეთ მცირე დროში არასოდეს მითარგმნია. რა გამოვიდა, ეს სხვა საქმეა:) არა ჩემი – კორექტორების.
8 საათზე გაღვიძებულმა, კროკერს რესტორანში წასვლაზე შემოთავაზებას ვუთხარი უარი. ნუ, ჯერ იმიტომ, რომ ტელეფონზე ვლაპარაკობდი [არიან ისეთებიც, ვისაც 1 წუთზე მეტს ვესაუბრები] და ვერანაირად ვერ მოვახერხე სკაიპში პასუხი და რომც მეპასუხა, მაინც უარი იქნებოდა (რომელიმე ორიგინალური ფორმით), რადგან ღრმად მწამდა, რომ დღეს სტატია უნდა დამეწერა და პრინციპში, ამ მომენტამდეც მწამს.
სტატიაზე გამახსენდა… პოსტებს შორის უზარმაზარი შუალედების შესავსებად, გადავწყვიტე, რომ ჩემს სტატიებს ჩავსვავ უკანა თარიღით. ჯერ Georgian Journal-ში გამოქვეყნებულებით დავიწყებ და მერე სხვებზე გადავალ. თან ყველაფერი ეს ჩემი პუბლიკაციების სიის მოწესრიგებაში დამეხმარება:) ისე, GJ შედარებით ახალი სამუშაოა და ალბათ, ოდესმე დავწერ როგორ დავიწყე იქ მუშაობა, თუმცა აუცილებლად იმავე კონდიციაში უნდა ვიყო:) სხვანაირად არ გამოვა – მცხვენია:)
ხვალ დიდი დღე მაქვს:) ჰუმანოიდური რასის ერთ-ერთ წარმომადგენელთან ვიწვები ერთ ლოგინში. რა გამოვა ამ ყველაფრიდან, არ ვიცი. მარა ძალიან ცუდიც, რო არ იქნება – მჯერა:)
ამ ბოლო დროს, რაღაც ყველაფრის მჯერა:) [აი, პოსტის სათაურიც მოვიფიქრე] თოვლის ბაბუის კი არ მჯეროდა. არასოდეს:)