Oh, what a waste of time it is
To indulge inside of bliss
Getting ready for another year like this
Another year to lie
Another year goes by
ჩემი წლის ნომერი 1. დიდი მადლობა დადას აღმოჩენისთვის. თანაც, ორი ადამიანის სახელით:)
ამ ბოლო ხანებში ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ სულ არ არის აუცილებელი რომელიმე სულიერი ორ-ფეხზე-მდგარი არსების მეგობრების გაცნობა იმისთვის, რომ მიხვდე თუ რას წარმოადგენს იგი. საკმარისია მხოლოდ რამდენიმე კითხვა დაუსვა იმის თაობაზე, თუ რას უსმენს. და ეს, ხშირ შემთხვევაში, ამართლებს.
ასე მაგალითად, ვერასოდეს ვმეგობრობდი ადამიანებთან, რომლებიც უსმენენ Mariah Carey-ს, Lara Fabian-ს, Celine Dion-სა თუ Алла Пугачева-ს მტრის ბანაკიდან. შესაბამისად, მუსიკალური გემოვნება, რაღაც გარკვეულ პერიოდში ჩემთვის ადამიანის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა და პირობითად “ცუდი” თუ “არამნიშვნელოვანი” შემსრულებელი, ზუსტად იმავენაირად მოქმედებს პირველად შთაბეჭდილებაზე, როგორც სახელები: ფუჩქი კრიჭინაშვილი, ფემისტოკლე ზეცაშვილი ან ვარგისო ნამზითიშვილი.
საკუთარი პიროვნების გამოხატვისთვის კი, ამ შემთხვევაში ჩემს თავს ვგულისხმობ, ბლოგზე უკეთესი არენა არ არსებობს, ამიტომ აქ უკვე მეორედ თავს მოვუყვრი იმ 100 სიმღერას, რომელიც 2009 წლის განმავლობაში, ყველაზე ხშირად მოვისმინე. ეს კი, თავის მხრივ, ამარიდებს ამ პოსტში კონკრეტული ფაქტების და პიროვნებების დასახელებას, რადგან 100-ეული ყველაზე კარგად გამოხატავს იმ განწყობებს, რომლებიც წლის განმავლობაში მქონდა:)
Никто и никому ничто не должен.
Тем более я, тем более я,
Тем более мне, тем более мне.
- Земфира “Тем Более”
დღეს შუადღის პირველის ნახევარზე მობილურზე შემომავალმა ზარმა გამაღვიძა, რომელიც იმ ადამიანის მიერ იყო ინიციერებული, რომლისგანაც საკმაოდ უცნაურ, ბევრისთვის მიუღებელ-გაუგებარ-გამო/ამოუცნობ ვითარებაში, ერთმანეთთან რთულ კავშირში მყოფი სამი ნივთი: პრინტერი, პლინტუსები და ნატურალური თაფლი გამომეცა სახსოვრად და შესაბამისად, პირად საკუთრებაში. თანაც, ჩემი მხრიდან მათ მოსაპოვებლად გაღებული ფინანსური თუ ფიზიკური დანანახარჯი მხოლოდ მათ ადგილსამყოფელამდე მისასვლელ მგზავრობის თანხაში და თვით ამ მანძილის დაფარვაში გამოიხატა.
როგორც არ უნდა იყოს, ჩემი გაღვიძების ფაქტით გაღიზიანებულმა /თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო/, ზარს არ ვუპასუხე; მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანის ამჟამინდელი დისკოლაციის ადგილის შესახებ, რამდენიმე დღით ადრე, საკმაოდ ინტენსიურად ვიყავი დაინტერესებული. “ვაა, როგორ ხარ?”, “სად დაიკარე?”, “რატომ აღარ რეკავ?” და მსგავსი ესთეთიკისა თუ შინაარსის კითხვები, ჯერ-ერთი არაბუნებრივად გამომდის და სწორედ ამ გულის არასიღრმისეულობის გამო, მათი არც დასმა და არც მოსმენა მიყვარს, რადგან ყოველთვის მგონია, რომ სხვებიც მათ ჩემსავით ვალდებულების მოხდის ან მარტივად, სხვა რამეზე საუბრის უუნარობის ან შეუძლებლობის გამო იყენებენ.
დღეს და ჰუმანოიდი (ერთხელ მკითხა – რატო ‘ჰუმანოიდი’ და არა – ‘ჰუმანოიდშა’-ო, რაზეც პასუხად მიიღო ‘რავი’, ეხლაც არ ვიცი) ვიყავით “ექსპო-ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში, სადაც ჩემი თანამგზავრის ცნობით, ინდური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა – “საუკეთესო ინდოეთიდან” გაიხსნა ერთი დღით ადრე [ანუ - გუშინ] :)
ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ინდუსები საგამოფენო პავილიონის შესასვლელთან. Photo by ჰუმანოიდი
დღეს დილით ძალიან ცუდი იდეა მომივიდა თავში (რა თქმა უნდა, მაშინ აზრადც არ მომსვლია, რომ ცუდი იქნებოდა) და მზის სხივებს შემყურე ოპტიმიზმით დატვირთულმა გადავწყვიტე განმეხორციელებინა. ეს ჩემი წამოწყება კი იმაში მდგომარეობდა, რომ უნდა მეყიდა ტრაინიკი [თუ ტროინიკი?], რომელიც არ ვიცოდი სად იშოვებოდა.
სახლის გარშემო მიმოფანტული პატარ-პატარა მაღაზიების მონახულების შემდეგ, მივხვდი, რომ ამ იდეის ხორცშესმის პერსპექტივა ჩემს უბანში საკმაოდ ბუნდოვან-გაუგებარი იყო და მოვიფიქრე, რომ ინტდუსტრიული რევოლუციის ჭეშმარიტ წარმომადგენელ რაიონში – დიდუბეში გამგზავრება გაცილებით პროდუქტიული გამოდგებოდა.
როგორც არ უნდა იყოს, წერეთლის გამზირის დასაწისიდან (თუ ბოლოდან? დიდუბის მეტროსთან მთავრდება. მგონი.) მოყოლებული ყველა ყვერებიანი და ნაკლებადყვერებიანი ბრენდის მაღაზიაში შესვლა, ფუჭი აღმოჩნდა. საქმეს არც საეჭვო ექსტერიერის მქონე სავაჭრო ობიექტების თავზე და ვიტრინებზე გამოკრულმა “ელ-ტექნიკის” თუ “საყოფაცხოვრებო ტექნიკის” წარწერებმა უშველა (როგორც მივხდხვდი, მათი მეპატრონეების წარმოდგენაში საყტექი შეიძლება მხოლოდ ტელევიზორი თუ გაზქურა იყოს, ან კიდე უკეთესი – დახლ-მაცივარი [ესეც ხშირად მხვდებოდა]) და ყველა მის ქვემო ქართლმა, მის იმერეთმა თუ მის “ახმეტელის თეატრმა” გეზის ელიავას ბაზრობისკენ აღება მირჩია.
აქ მეტი საინტერესო არაფერი მოხდა. წერეთლის მეტროსთან უკვე ისედაც ვიყავი მისული. ჩავედი ელიავაზე – ვიყიდე ტრაინიკი. ერთი სამშესაერთებლიანი, ერთი – ექვსიანი. Simple.
უკანა გზაზე ავტობუსით წამოვედი, რომელშიც უფასოდ ვიმგზავრე და ბევრი კითხვა გამიჩნდა – თუ ბარათი არ მაქვს, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც 50-თეთრიანი აქვს? საიდან უნდა მოვიტანო 40 თეთრის კომბინაცია? რატო უნდა ვეკონტაქტო (ჯანდაბას – შევაწუხო) ჩემთვის სრულიად უცნობ ხალხს? რატომ უნდა ვთხოვო ვინმეს რამე?.. :) მოკლედ, დისკომფორტული იყო.
მეორე საოცრება მაღაზიაში დამატყდა თავს, როცა ჩემს თხოვნაზე “ოთხი მალბორო ლაითსი, თუ შეიძლება”, პასუხად სრულიად უცნობი გამყიდველი ქალისგან – “შემოგზავნილი ხარ?” მივიღე. ჩემი დეტალური ჩაძიების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ იუმორის ამგვარ გამოხატულობას საფუძვლად ის ფაქტი დაედო, რომ იმ კონკრეტულ მაღაზიაში არავის უყიდია 4 კოლოფი სიგარეტი ერთად. მეც პირველად ვიყიდე ამდენი. მგონი. და მერე რა?
სახლში მოსული აღმოვაჩინე, რომ ან კარგი ამინდის გამო, ან კიდევ ყურებში გარჭობილი აიპოდის წყალობით, კიდევ სხვა დიდი საქმეების კეთების პოტენციალი მქონდა. ამიტომ, ალტაში Asus/ WL-138GE 802.11bg, 54Mbps PCI Adapter დავარეზერვებინე [როგორი თანამედროვე მიდგომაა:)] და კომპიუტერული მაღაზიების ამ ქსელის ვაკის ფილიალში წასაყვანად ლოლამ გამომიარა. პაპაშვილის ბანკში თანხის განაღდებამდე, შევატყობინეს, რომ მანქანიდან გადამოსვლის შემდეგ, სადღაც inv-ის სახლთან ვიმყოფებოდი, მარა უჩინარია და როგორ ვნახავდი?
ჰო, კიდე, ჰუმანოიდმა, როგორც იქნა, ხელფასი აიღო. ამ პროცესს მთელი 1 კვირის განმავლობაში ვადევნებდი თვალ-ყურს. იმდენი არ იყო, რამდენიც მას უნდოდა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი 1 კვირის განმავლობაში მაგას არ მოვისმენ. ხელფასის ჩემთვის დადებითი მხარე კი იმაში გამოიხატა, რომ მე და ლოლა ინდურ რესტორანში დაგვპატიჟა, სადაც საჭმელად გამზადებულ სხვადასხვა ოდესღაც-ცოხლალ-ორგანიზმებთან პაექრობა მომიწია – ვინ-ვის გაანადგურებდა პირველი. მე მოვიგე. ჩემსასაც მოვერიე და სხვებისასაც [:)] გავანადგურე. თუმცა, ცრემლი და ოფლი ბევრი დაიღვარა.
საღამოს რომამ და ნათლულმა დამირეკეს – ამოვალთო და სანამ სახლში დავბრუნდებოდი, კიდევ ერთი მოვლენა მოხდა – ჰუმანოიდმა წამოსხვლას, თავის სახლში დარჩენა ამჯობინა. დაღლილი იყო. მესმის, გავუგე. ამიტომაც, ახლაც ისვენებს:)
ტრაინიკი და სამი დასამახსოვრებელი მოვლენა:( კი, ვიცი, უბრალოდ დამთხვევაა ან მე მინდა, რომ ასე მეგონოს:)
ყოველდღე რომ ასე გავდიოდე სახლიდან, რამდენს დავწერდი:))
I’m not in love, so don’t forget it
It’s just some silly phase that I’m going through.
And just because, I call you up
Hey, don’t get me wrong, don’t think that you got it made.
I’m not in love, no, no.
Oh, it’s just because…
I’d like to see you, but then again
That doesn’t mean, you mean that much to me.
So, if I call you, don’t make no fuss,
Don’t tell your friends about the two of us.
I’m not in love, no, no.
Oh, its just because…
I keep your picture, up on my wall.
It hides a nasty stain that’s lying there.
So, don’t you ask me to give it back,
You know it doesn’t mean that much to me.
I’m not in love, no, no.
Oh, its just because…
Ooooh, you wait a long time for me
Whats’ the matter? Big boys don’t cry!
I’m not in love, so just forget it.
It’s just a silly phase that I’m goin’ through.
And just because, I call you up,
Don’t get me wrong, don’t think that you got it made.
ჰუმანოიდთან (ლაშა გაბუნია და ბანჯგვლიანი ფეხები არაფერ შუაშია) ერთად, დღეს ვაკის პარკის ქალი დავლაშქრეთ ფეხით და მერე იქედან კუს ტბის გზისკენ გადავჭერით. შუალედში საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა მოიკითხეს ჩვენი იქ ყოფნის მიზნების და მიზეზების შესახებ, რაზეც ყვერებიანი ქართული ტელეკომპანიების ჟურნალისტების მოწმობებმა ჩვენს ნაცვლად ილაპარაკეს და გზა გავაგრძელეთ. ვინც თბილისის ამ დისტანციურად განლაგებულ ტერიტორიას ჩვენგან განსხვავებული მიზნებისთვის იყენებს, მინდა ვაცნობო, რომ არ ღირს მანქანის მანდ გააჩერება, პატრულირებენ:)
როგორც იქნა ავაღწიეთ დანიშნულების წერტილამდე და ცხელმა ჩაიმ იქვე მდგარ კაფეში ცოტა აზრზე მომიყვანა. სიცივე რომ არა, დისკომფორტი, ჩემდა გასაკვირად, საერთოდ არ მიგრძვნია. მერე კაფედან თავის საყვარელ ადგილზე წამიყვანა, საიდანაც მთელი ქალაქის ხედი მოჩანს; მარა ისეთი გაყინული ვიყავი, რომ ვერც სურათი გადავუღე და ვერც რაიმე სხვა მომენტი დავიჭირე. Britney-ს “I’m Not a Girl, Not Yet a Woman”-ის კლიპი გამახსენა ჩასავარდნმა და წამღერების შემდეგ, ჩემი თავის იდიოტიზმის ხარისხზე გამეცინა.
მერე რამე რომანტიული უნდა მომხდარიყო, მარა არ მოხდა:) ძალიან ციოდა, ძალიან ბნელოდა, ძალიან შორს ვიყავი, ვერ ვაკონტროლებდი სიტუაციას. მოკლედ – გავიზარდე…
კაფეში და უკანა გზაზე ნათლულმა დამირეკა, ამოგივლიო და ჩაგიყვანთო, მარა ჩემს პასუხზე, 10 წუთში მოგწერ მესიჯს-მეთქი, ეგრევე მიხვდა რაშიც იყო საქმე და შემეშვა. ყოველთვის მიყვარდა, როცა ადამიანებს ჩემი ერთი სიტყვით ესმოდათ; სწორედ ამ თვისების გამო ვაფასებ ძველ მეგობრებს:) ვოტ:) ზედმეტი შესავლები არაა საჭირო:)
მთელი გზა კუს ტბისკენ, კაფეში და უკან რაღაც ბევრ სისულელეზე ვილაპარაკე, რომელზეც არ უნდა მელაპარაკა. მაგრამ, რახან ასე მოხდა, ვფიქრობ, ასეც იყო საჭირო. ესე იგი აუცილებელია და უნდა დავიცალო. ესე იგი მაწუხებს და უნდა ვთქვა. ესე იგი, ჩემთვის არ არის სულ ერთი. არც ჰუმანოიდი, არც ის რასაც ვამბობ. თუმცა, ყოველთვის ვიცოდი და ღრმად მწამდა, რომ “ექს-ფაილი” არცერთმა მხარემ არ უნდა გახსნას ურთიერთობის საწყის ეტაპზე, ეს ბევრ ცუდ გრძობას იწვევს და აღძრავს [შედარებები - ცუდია, მართლა].
როგორც არ უნდა იყოს, სახლში მოსულს “ჯეოსელის” ჟურნალისთვის პატარა ტექსტი დამხვდა გადასათარგმნი. ჩავიძირები ეხლა სამუშაოში და შევეშვები ცუდ ფიქრებს. მეორე ადამიანს ვუთხარი უკვე უარი ინტიმის დარღვევაზე. დაპროგრამებულები არ ვართ, რაც იქნება – იქნება, არ მეშინია და მაინტერესებს. არ მკიდია, ესაა მთავარი.