ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ყოველგვარი გარე ძალების ჩარევის გარეშე ფარცხისში, ოჯახის ყველა მოქმედ წევრთან ერთად აღმოჩენილს, ფიქრების ნაკადი მხოლოდ ერთი მიმართულებით მამოძრავებდა. კერძოდ, იმის შესახებ, რომ იმაზე საშინელება, ვიდრე მეტ-ნაკლებად ბოჰემური ცხოვრების მოყვარულს, ისეთი ბანალური ისტიტუტით, როგორიცაა ქორწინება, თავის გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდო, შეიძლება მხოლოდ ახლადშექმნილ თინეიჯერულ თემთან ერთად თანაარსებობობა იყოს, რომელთა აზრები გარშემო მცხოვრებთა მატერიალური მონაპოვრების, სხვა ორფეხა არსებობის ქვედა კიდურების, მშობლების ხარჯით უსაქმურობისგან დასვენებისა და რემონტის კეთების თუ სხვა, ჩემთვის სრულიად შორეული, საკითხების განხილვას ეთმობა.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე მომენტში, დაუმსახურებელი სიყვარულისა თუ ყურადღების მორევში გაბრუებულმა, პერმა-რეგულარული მეორე ნახევრის შეძენაც კი გავიფიქრე. თუმცა, ყოველივე ეს ძალიან ჩამოგავდა სამიოდე კვირის წინ, მანგლისში, მამა გაბრიელზე მოგონებების კითხვისას, სასულიერო აკადემიაში სწავლა-განათლების მიღების რამდენიმეწუთიან სურვილს, რომელიც იმ დროს, წიგნში მსუფევი სასწაულმოქმედი ჯადოსნური სამყაროთი იყო ფორსირებული.
Рефлексия – это осознание 6-ти частей своей личности:
ჩემი სკეპტიციზმით აღსავსე განწყობის მიუხედავად, ლოლას შემოთავაზება ფარცხისში წასვლასთან დაკავშირებით იმაზე რეალური გამოდგა, ვიდრე მე ამას გუშინ წარმოვიდგენდი:) ‘ოდა, ამაგდო დილის 9 საათზე და გავუდექით გზას:)) დანარჩენი, მეტ-ნაკლებად, სურათებში ჩანს:)


