
ამ წარწერის გააზრების და მენდელსონის ვალსის, ერთნაირად მეშინია:)
ამ შუა საღამოს, როცა კროკერთან ერთად, ჯადოსნური სითხის მორიგი დოზის მიღებისთვის ვემზადებოდი და ყოველივე ამის გააზრებისგან, სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი, თაკნატუნამ მის მიერ წამოწყებული გამოკითხვის შესახებ მაუწყა, რომელიც თემაზე “რაზე შეგიძლიათ თქვათ უარი ერთი თვის განმავლობაში?” ტარდებოდა.
არ ვიცი, თავად კითხვის ფორმის, ჩემი ამ საკითხით არასოდეს დაინტერესების ბრალი იყო, თუ კიდევ სხვა რამის, მაგრამ პირველი რაც თავში მომივიდა ის მავნე ჩვევები იყო, რომელთა გარეშეც ერთი თვის განმავლობაში ცხოვრება, მოვლენათა ნებისმიერი თანხვედრის დროს, ვერ წარმომიდგენია. კერძოდ – თამბაქოს, ყავის /თუნდაც, უშაქრო/ და ინტერნეტის გარეშე. ეს სამი რაღაც, თავიანთ დადებით და უარყოფით მხარეებთან ერთად, ცხოვრების ამ ეტაპზე ყოველდღიურობის განუყრელ ნაწილებად იქცნენ და განხილვას არ ექვემდებარებიან:)



