დიღმელი არმენოფობის მოგონებებიდან:
ორი სომეხი ტბაში ბანაობს და ერთი მეორეს ეუბნება: მოდი, ჩავყვინთოთ და ვინც პირველი ამოყვინთავს, ხვალ სახინკლე იკისროსო. მეორე დღეს, ორივეს დამხრჩვალს იპოვიან.
ეს შესავალი. მარა ძირითადი ნაწილი ახლა მოდის. გუშინ, ზუსტად იმ მომენტში როდესაც მეტ-ნაკლებად მოკავშირე ძალების მობილიზება მოვახდინე ჩემს ერთადერთ ოთახში, რათა მისთვის /ოთახისთვის/ ასე თუ ისე ვიზუალურად და ჰიგიენურად დამაკმაყოფილებელი იერი მიგვეცა, რა თქმა უნდა, ვიღაცას უნდა დაერეკა.
დარეკა რა, მეზობელი ქვეყნიდანაა წარმოშობით და მესიჯი გამომიგზავნა. მოკლედ, ეს ვიღაცა ჩემი თითქმის ერთი წლის მეგობარი /ს/ანდრო აღმოჩნდა, რომელმაც რატომღაც ჩემი ინდურ რესტორანში დაპატიჟება მოისურვა. 40 წუთში შენთან ვიქნებიო, ასე შემომითვალა. შესაბამისად, ვერაფრის შეცვლა ვერ მოვასწარი და რადგანაც, რესტორნის პერსპექტივამ უფრო მომხიბლდა, ვიდრე – დალაგების, ზამთრის დღესასწაულების და უამრავი დაგეგმილი თუ სპონტანური ვიზიტის შემდეგ რიგიანად ნახმარი ოთახის აზრზე მოყვანის სამუშაოები ისევ დაუდგენელი ვადით გადაიდო.
ადგილზე მოსვლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ /კიდევ ერთხელ – რა თქმა უნდა/ ინდურ რესტორანში გასეირნება გადავადდა და ერთადერთი არჩევანი, მიმწვევი მხარის შეზღუდული ფინანსების გამო, სახინკლე იყო /სიმბოლურია, ვერაფერს იტყვი/. წესით, ასე მკვეთრად გაწერილი სამოქმედო პროგრამის ჩაშლის გამო, მისთვის ხელში ჩვარი უნდა შემეჩეჩებინა და “სტენკის” ზედა თაროების გაწმენდა მეიძულებინა /თანაც, სიმაღლეც უწყობს ხელს/, მაგრამ ამის სანაცვლოდ, მადის აღსაძრელად, თითო-თითო ჭიქა არყის დალევა შევთავაზე, რომელიც სულ რამდენიმე წუთში 3-ად იქცა და ბოლოს არაყი მორჩა.
მერე წავედით და ხინკალი ვჭამეთ.
ვიზუალი:
- ბოლო
- მასპინძელი
- ფიქრები რომაზე



ჩემი ღრმა ბავშვობისდროინდელი Paula Abdul-ის [თუ არ იცით ვინაა, არცაა აუცილებელი] ამ სიმღერის პათეტიკური სახელწოდების გამოყენებით [როგორ დავალაგე?:)], ვიუწყები იმის შესახებ, რომ დაიწყო ახალი დღე, როცა ნიკამ ჩემი სტენკა უნდა ააწყოს:) მეგობარი ბლოგერებივით, რომლებიც თავიანთ სივრცეებზე ცხრა აპრილის მოვლენებს აშუქებდნენ და ეს მათთვის მნიშვნელოვანი იყო, მეც ამ თვის ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულ მოვლენას ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილავ:)



