თუკი თქვენთვის ჯერ ტვინი არ გამიბურღავს ფრაზებით სერიალ “სექსი დიდ ქალაქში”-დან, ე.ი. ზედაპირული ურთიერთობა გვქონია და უბრალოდ, ვერ მოვასწარი:) ჩემი ამ სერიალით აღფრთოვანების ხარისხზე საუბარიც კი ზედმეტია, მიყვარს. ძალიან თან.
ამიტომ, როცა მორიგი ფარცხისური ვოიაჟიდან დაბრუნებულს, ელკამ მახარა, რომ მე-6 სეზონის რამდენიმე სერია იყო სათარგმნი რუსთავი 2-სთვის, დაახლობით ის გრძნობა განვიცადე, რაც შარლოტამ დაფეხმძიმებისას:) ასეა თუ ისეა, სერიალის ზეპირად ცოდნის მიუხედავად, ადგილ-ადგილ მაინც რთული სათარგმნი აღმოჩნდა. განსაკუთრებით კი ის მომენტები, რომელთა ქართული შესატყვისი საერთოდ არ გვაქვს, იუმორი კი შესანარჩუნებელი იყო.
მოკლედ, ჩემი და რამდენიმე ადამიანის აზრით /რომლებმაც თარგმანის საბოლოო ვარიანტი წაიკითხეს/, მისია წარმატებით შევასრულე:) აქვე დავდებ იმ სერიების სიას, რომლებიც ჩემი გაკეთებულია:)) როდის გავლენ ეთერში ჯერ არ ვიცი. როცა გამოვთვლი, მივუწერ გვერდზე:))
სეზონი 6
- ეპიზოდი 08 – დაჭერა
- ეპიზოდი 09 – ქალს აქვს უფლება ფეხსაცმელი იქონიოს
- ეპიზოდი 13 – დაე, იყოს სინათლე!
- ეპიზოდი 14 – “ფუ!”-ს ფაქტორი
- ეპიზოდი 15 – 38 წლის ქალი
- ეპიზოდი 16 – საითაც გავიქეცი, იქეთ წავიქეცი
- ეპიზოდი 17 – ცივი ომი
- ეპიზოდი 18 – ტყლაშ!
- ეპიზოდი 19 – ამერიკელი გოგონა პარიზში (ნაწილი პირველი)
- ეპიზოდი 20 – ამერიკელი გოგონა პარიზში (ნაწილი მეორე)
და როგორც ფეისბუქის სტატუსში დავწერე – მლანძღეთ!:)))
თინეიჯერობის გაცილების მეორე წელს, როცა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ში “ნანიკოს შოუს” სცენარისტად დავიწყე მუშაობა (მაინც ჟღერს რა :> ), ქართული რეალობიდან გამომდინარე, მრავალ სხვა ფუნქციასაც ვითავსებდი, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, გადაცემის გარკვეული პრომოუშენი თუ პოპულარიზაციაც შედიოდა. თუმცა, ამ უკანასკნელი პროცესის პერსპექტივა მაინცდამაინც არ მხიბლავდა…


