
მეთოდი დაპატენტებულია:)
და ვიდეო განწყობისთვის, რომასგან:
ყველას გილოცავთ წმ. ვალენტინის დღეს:)
[via Make: Online]

მეთოდი დაპატენტებულია:)
და ვიდეო განწყობისთვის, რომასგან:
ყველას გილოცავთ წმ. ვალენტინის დღეს:)
[via Make: Online]
დიღმელი არმენოფობის მოგონებებიდან:
ორი სომეხი ტბაში ბანაობს და ერთი მეორეს ეუბნება: მოდი, ჩავყვინთოთ და ვინც პირველი ამოყვინთავს, ხვალ სახინკლე იკისროსო. მეორე დღეს, ორივეს დამხრჩვალს იპოვიან.
ეს შესავალი. მარა ძირითადი ნაწილი ახლა მოდის. გუშინ, ზუსტად იმ მომენტში როდესაც მეტ-ნაკლებად მოკავშირე ძალების მობილიზება მოვახდინე ჩემს ერთადერთ ოთახში, რათა მისთვის /ოთახისთვის/ ასე თუ ისე ვიზუალურად და ჰიგიენურად დამაკმაყოფილებელი იერი მიგვეცა, რა თქმა უნდა, ვიღაცას უნდა დაერეკა.
დარეკა რა, მეზობელი ქვეყნიდანაა წარმოშობით და მესიჯი გამომიგზავნა. მოკლედ, ეს ვიღაცა ჩემი თითქმის ერთი წლის მეგობარი /ს/ანდრო აღმოჩნდა, რომელმაც რატომღაც ჩემი ინდურ რესტორანში დაპატიჟება მოისურვა. 40 წუთში შენთან ვიქნებიო, ასე შემომითვალა. შესაბამისად, ვერაფრის შეცვლა ვერ მოვასწარი და რადგანაც, რესტორნის პერსპექტივამ უფრო მომხიბლდა, ვიდრე – დალაგების, ზამთრის დღესასწაულების და უამრავი დაგეგმილი თუ სპონტანური ვიზიტის შემდეგ რიგიანად ნახმარი ოთახის აზრზე მოყვანის სამუშაოები ისევ დაუდგენელი ვადით გადაიდო.
ადგილზე მოსვლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ /კიდევ ერთხელ – რა თქმა უნდა/ ინდურ რესტორანში გასეირნება გადავადდა და ერთადერთი არჩევანი, მიმწვევი მხარის შეზღუდული ფინანსების გამო, სახინკლე იყო /სიმბოლურია, ვერაფერს იტყვი/. წესით, ასე მკვეთრად გაწერილი სამოქმედო პროგრამის ჩაშლის გამო, მისთვის ხელში ჩვარი უნდა შემეჩეჩებინა და “სტენკის” ზედა თაროების გაწმენდა მეიძულებინა /თანაც, სიმაღლეც უწყობს ხელს/, მაგრამ ამის სანაცვლოდ, მადის აღსაძრელად, თითო-თითო ჭიქა არყის დალევა შევთავაზე, რომელიც სულ რამდენიმე წუთში 3-ად იქცა და ბოლოს არაყი მორჩა.
მერე წავედით და ხინკალი ვჭამეთ.
ვიზუალი:
ჩანაფიქრში, ჩემს ახალ საცხოვრებელ სივრცეში მორიგი ავეჯის ერთეულის შემატება საციცოცხლო მნიშვნელობის მქონე – ლოგინის შემდეგ, საწერი მაგიდით გადავწყვიტე, რომელზეც ერთი დესკტოპი და მაკბუკუნა უნდა დატეულიყო.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩემი პერსონალური დიზაინით Google SketchUp-ში [ხაზვაც მცდოდნია] შექმნილმა საწოლმა სიბრტყემ ჩემი ოთხი კედლის ხშირი ვიზიტორებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია [ზოგი ამბობდა - ბაზრობის ფერი აქვსო /ვერ ვხდები ზუსტად რას ნიშნავდა - თან მთლად ფხიზელიც არ ვიყავი/; ზოგიც - გეგმის ასლს ითხოვდა, რომ თავისთვის იგივენაირი გაეკეთებინა /ოღონდ ნახვრეტებით, რომ ლეიბი არ დასველებულიყო სხეულიდან ამომავალი - თუ გამომავალი - სითბოს გამო/], გადავწყვიტე, რომ გაზაფხული-2009 ინვენტარიზაციის პროექტი მიმენდო მარისთვის, რომელიც არა მხოლოდ ოთახისთვის ფერების არჩევაში მომეხმარა ზამთარში [კი, მე ის ვარ, ვინც რემონტს ზამთარში იწყებს], არამედ მისი უშუალო ჩარევის გარეშე დამზადებულ ლოგინზეც არანაირი აზრი არ დააფიქსირა.
(თუმცა, ვიცი, რომ თუ მოეწონებოდა, აუცილებლად ემოციათა ხმამაღალი რიგით გამოხატავდა ამას. თუმცა, როგორც ჩანს, დიდად არც მარი მოხიბლულა და უბრალოდ, არ შეიმჩნია [მიყვარს დიპლომატები. ზოგჯერ]).
როგორც არ უნდა იყოს, მცდელობას იმისა, რომ ჩემი ჩანაფიქრი დამოუკიდებლად განმეხორციელებინა, ამჯერადაც ქონდა ადგილი. თუმცაღა, ერთმანეთის მიყოლებით დახაზული ბანალურად კვადრატული უჯრებიანი ხის კონსტრუქციების შემხედვარემ, არც თუ ისე ბევრი ფიქრის შემდეგ, უარი ვთქვი საკუთარ არქიტექტურულ-დიზაინერულ ამბიციებზე და საქმეში ჩემი ნდობით აღჭურვილი, ზემოთ ხსენებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის პოტენციური კანდიდატი – მარი ჩავრთე, რომელიც როგორც ყოველთვის, სიამოვნებითა და ენთუზიაზმით დამთანხმდა ამ მეგობრულ თანამშრომლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამავე კოლაბორაციის მანძილზე აღნიშნა, რომ მის უფროსს ამგვარ საქმნიანობაში, კვადრატულ მეტრში 25 აშშ. დოლარს უხდიან. რა თქმა უნდა, ამას ჩემი ინფანტილური სახის გამომეტყველება და მაკდონალდსის მოლარისეული ღიმილი მოყვა, რაზეც მოგვიანებით მარიმ იგივეთი მიპასუხა. Continue Reading
ხვალ რომა მიდის:(
დღეს რაღაც ხასიათზე ვიყავი… მომიარა – სხვა სიტყვებით:)
სოუსი “ბოლონიეზე”

ეს მაგიდა ერთხელ შემაგინებს:)
ასევე:
სულ [ა-ლა 'Grand Total']: 57 ლარი 50 თეთრი ‘გუდვილიდან’ გაუსვლელად
P.S. მარილი და წიწაკა გემოვნებით ყველგან:) [ჯანმრთელობის სამინისტროს გაფრთხილებასავითაა]
Continue Reading
დღეს დილით ძალიან ცუდი იდეა მომივიდა თავში (რა თქმა უნდა, მაშინ აზრადც არ მომსვლია, რომ ცუდი იქნებოდა) და მზის სხივებს შემყურე ოპტიმიზმით დატვირთულმა გადავწყვიტე განმეხორციელებინა. ეს ჩემი წამოწყება კი იმაში მდგომარეობდა, რომ უნდა მეყიდა ტრაინიკი [თუ ტროინიკი?], რომელიც არ ვიცოდი სად იშოვებოდა.
სახლის გარშემო მიმოფანტული პატარ-პატარა მაღაზიების მონახულების შემდეგ, მივხვდი, რომ ამ იდეის ხორცშესმის პერსპექტივა ჩემს უბანში საკმაოდ ბუნდოვან-გაუგებარი იყო და მოვიფიქრე, რომ ინტდუსტრიული რევოლუციის ჭეშმარიტ წარმომადგენელ რაიონში – დიდუბეში გამგზავრება გაცილებით პროდუქტიული გამოდგებოდა.
როგორც არ უნდა იყოს, წერეთლის გამზირის დასაწისიდან (თუ ბოლოდან? დიდუბის მეტროსთან მთავრდება. მგონი.) მოყოლებული ყველა ყვერებიანი და ნაკლებადყვერებიანი ბრენდის მაღაზიაში შესვლა, ფუჭი აღმოჩნდა. საქმეს არც საეჭვო ექსტერიერის მქონე სავაჭრო ობიექტების თავზე და ვიტრინებზე გამოკრულმა “ელ-ტექნიკის” თუ “საყოფაცხოვრებო ტექნიკის” წარწერებმა უშველა (როგორც მივხდხვდი, მათი მეპატრონეების წარმოდგენაში საყტექი შეიძლება მხოლოდ ტელევიზორი თუ გაზქურა იყოს, ან კიდე უკეთესი – დახლ-მაცივარი [ესეც ხშირად მხვდებოდა]) და ყველა მის ქვემო ქართლმა, მის იმერეთმა თუ მის “ახმეტელის თეატრმა” გეზის ელიავას ბაზრობისკენ აღება მირჩია.
აქ მეტი საინტერესო არაფერი მოხდა. წერეთლის მეტროსთან უკვე ისედაც ვიყავი მისული. ჩავედი ელიავაზე – ვიყიდე ტრაინიკი. ერთი სამშესაერთებლიანი, ერთი – ექვსიანი. Simple.
უკანა გზაზე ავტობუსით წამოვედი, რომელშიც უფასოდ ვიმგზავრე და ბევრი კითხვა გამიჩნდა – თუ ბარათი არ მაქვს, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც 50-თეთრიანი აქვს? საიდან უნდა მოვიტანო 40 თეთრის კომბინაცია? რატო უნდა ვეკონტაქტო (ჯანდაბას – შევაწუხო) ჩემთვის სრულიად უცნობ ხალხს? რატომ უნდა ვთხოვო ვინმეს რამე?.. :) მოკლედ, დისკომფორტული იყო.
მეორე საოცრება მაღაზიაში დამატყდა თავს, როცა ჩემს თხოვნაზე “ოთხი მალბორო ლაითსი, თუ შეიძლება”, პასუხად სრულიად უცნობი გამყიდველი ქალისგან – “შემოგზავნილი ხარ?” მივიღე. ჩემი დეტალური ჩაძიების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ იუმორის ამგვარ გამოხატულობას საფუძვლად ის ფაქტი დაედო, რომ იმ კონკრეტულ მაღაზიაში არავის უყიდია 4 კოლოფი სიგარეტი ერთად. მეც პირველად ვიყიდე ამდენი. მგონი. და მერე რა?
სახლში მოსული აღმოვაჩინე, რომ ან კარგი ამინდის გამო, ან კიდევ ყურებში გარჭობილი აიპოდის წყალობით, კიდევ სხვა დიდი საქმეების კეთების პოტენციალი მქონდა. ამიტომ, ალტაში Asus/ WL-138GE 802.11bg, 54Mbps PCI Adapter დავარეზერვებინე [როგორი თანამედროვე მიდგომაა:)] და კომპიუტერული მაღაზიების ამ ქსელის ვაკის ფილიალში წასაყვანად ლოლამ გამომიარა. პაპაშვილის ბანკში თანხის განაღდებამდე, შევატყობინეს, რომ მანქანიდან გადამოსვლის შემდეგ, სადღაც inv-ის სახლთან ვიმყოფებოდი, მარა უჩინარია და როგორ ვნახავდი?
ჰო, კიდე, ჰუმანოიდმა, როგორც იქნა, ხელფასი აიღო. ამ პროცესს მთელი 1 კვირის განმავლობაში ვადევნებდი თვალ-ყურს. იმდენი არ იყო, რამდენიც მას უნდოდა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი 1 კვირის განმავლობაში მაგას არ მოვისმენ. ხელფასის ჩემთვის დადებითი მხარე კი იმაში გამოიხატა, რომ მე და ლოლა ინდურ რესტორანში დაგვპატიჟა, სადაც საჭმელად გამზადებულ სხვადასხვა ოდესღაც-ცოხლალ-ორგანიზმებთან პაექრობა მომიწია – ვინ-ვის გაანადგურებდა პირველი. მე მოვიგე. ჩემსასაც მოვერიე და სხვებისასაც [:)] გავანადგურე. თუმცა, ცრემლი და ოფლი ბევრი დაიღვარა.
საღამოს რომამ და ნათლულმა დამირეკეს – ამოვალთო და სანამ სახლში დავბრუნდებოდი, კიდევ ერთი მოვლენა მოხდა – ჰუმანოიდმა წამოსხვლას, თავის სახლში დარჩენა ამჯობინა. დაღლილი იყო. მესმის, გავუგე. ამიტომაც, ახლაც ისვენებს:)
ტრაინიკი და სამი დასამახსოვრებელი მოვლენა:( კი, ვიცი, უბრალოდ დამთხვევაა ან მე მინდა, რომ ასე მეგონოს:)
ყოველდღე რომ ასე გავდიოდე სახლიდან, რამდენს დავწერდი:))
[ვიცი, რომ რაღაც დაუსრულებელი აზრივითაა]