რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხდეთ მე; საპყრობილესა ვიყავ და მოხუედით ჩემდა.
(მათ. 25:35-36)
ტკბილი და მშვიდი ძილისთვის ვიტალურად აუცილებელი დამხმარე საშუალებებმოკლებულს, როგორც ყოველთვის ასეთ პერიოდებში, სადღაც დილის 3-4 საათისთვის შიმშილის ნაცნობმა შეგრძნებამ მომაკითხა და ძალაუნებურად facebook-იდან, одноклассник(и)-ებიდან და სხვა მეტ-ნაკლებაც ნაცნობ, უცნობ, მისაღებ თუ მიუღებელ სოციალური ქსელების მიგდების შემდეგ, თავი google-ში სხვადასხვა საჭმელად გამოსადეგი ქიმ-ფიზიკური ნაერთის რეცეპტების თვალიერებაზე დავიჭირე.
ამჯერად, ჩემი კულინარიული დებიუტის გაგრძელება რამდენიმე დღის წინ ლოლასთან და ნათიასთან ერთად,თბილისის ერთ-ერთ ჩინურ რესტორანში დაგემოვნებული ორი არც თუ ისე რთული და საკმაოდ გემრიელი კერძის საკუთარ სახლში მომზადების გადავწყვიტე. თუმცა, მას შემდეგ, რაც არათუ ამ კერძისთვის განკუთვნილი ინგრედიენტების, არამედ საერთოდ არანაირი საკვები მასის ჩემს სახლში პოვნა/შოვნა/მოპოვობა/აფხეკა/აძრობა ვერ მოვახერხე, კულინარიული ექსპერიმენტები დილისკენ გადავდე და იდეა ფიქსით ტვინდატვირთულმა, გათენებამდე ჯოკრის თამაში დავიწყე.




