ჩემი მოწოდებების მიუხედავად, რომ ადამიანის ნომერი არ უნდა ჩაიწერო, სანამ ურთიერთობა არ დასტაბილურდება, მე პირადად, არ გამომადგა. გამომრჩა ერთი მომენტი, რომელიც, სავარაუდოდ, ჩემი ბოლოდროინდელი ახალი ურთიერთობების დეფიციტითაა გამოწვეული. მორალი კი შემდეგშია – ადრე თუ გვიან, გკითხავენ – რა სახელით გიწერივარ მობილშიო:) რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჩემსავით უპასუხოთ – არ მიწერიხარ საერთოდ, მაგრამ თუ არ გსურთ იგივე სახის გამომეტყველება გხვდეთ წილად (ახალ სიტყვათფორმებს ვიგონებ, ვგონებ), როგორიც მე მერგო, ჯობია მოიტყუოთ (ვისაც გამოსდის) ან რამე მოიფიქროთ ექსპრომტად (ისევ – ტყული).
ასეა თუ ისე, ჩემს თავს და ჰუმანოიდსაც პირობა მივეცი, რომ რამე სიმღერასთან დავაკავშირებდი აუცილებლად და მხოლოდ ამის შემდეგ მივუჩენდი ადგილს ჩემს მრავალრიცხოვან კონტაქტებს შორის მობილურში:) სახლში მისული, შემთხვევითობის პრინციპით, ჩემს 10 000-ზე მეტ კომპოზიციაში სწორედ იმის ძებნა დავიწყე, რომელიც ჰუმანოიდს ყველაზე ძალიან მოუხდებოდა, თუმცა საბოლოოდ, აჩევანი მაინც იმ სიმღერაზე შევაჩერე, რომელიც ჩემს იმწამიერ განწყობას უხდებოდა; ეს კი – Robbie Williams-ის Tripping იყო. მოკლედ, ჩემს მობილურში გაჩნდა ახალი კონტაქტი – Trippin’.

[13:41:46] Giga says: ra moxdeboda am kulturis nacili vyopiliyavi
[13:42:25] iRma says: da rat ginda?
[13:42:33] Giga says: martivia:)
[13:42:40] iRma says: :D
[13:42:45] iRma says: egetebis meti ra aris
ანდა, გინდ-არ გინდა, ვარ:) და შენც, ირმა:)



