


დავიღალე. სათაური ზემოთ ასე უნდა იყოს. არ შემშლია. საერთოდ არაფერი მეპარება ხოლმე. აი, რა მაგარი ვარ. ობიექტური არ ვარ. არასდროს. დღეს აღსარების ღამე მაქვს. Confessions on a blog.
Москва. 12 Сентября,
Без меня.
А мне всё по-хуй!
არა, მართლა მივტირი (მაგრა ჟღერს!) იმ დროს, როდესაც ყველა და ყველაფერი რაც კი მოძრაობდა მეკიდა. სხვადასხვა ადგილას. ჩემს სხეულზე… ახლა… არ გამომდის. ტაკ. რა მინდა რატომ ვწერ ამ ყველაფერს? მგონი… ცუდად არ ვარ. არც ძალიან კარგად. წრფე გამახსენდა… რატომ? არ ვიცი… დღეს რაღაც საკუთარ თავთან კითხვა-პასუხის ხასიათზე ვარ… Pizzicato Five ვინამპში. ვითომ რამე მესმის. ლა-ლა-ლა. ირმა გამახსენდა. სსსძინავს. ალბათ.
ოეეეეეეეეეეეეეეეე. მიშველეთ. ვკვდები. მაგრამ არა. არ ვკდები. შველა არ მოგიწევთ. აპირებდით რომ? ნაკლებად. —-> მგონია. {შეიძლებოდა მაგის გარეშეც}
მუსიკასაც ავუწიე… სიგარეტს მოვუკიდე… იმ ორზე ვფიქრობ. შევეშვა არ შევეშვა. Вот в чём вопрос. – Чей? – Не мой. მკიდია. ისე რამდენი ხანი ჭირდება ყურძენს ქიშმიშად რომ იქცეს? Italia ’90. ყავა გათავდა. 222222 GEOპრიზი. ჩემი ცხოვრება. გრძელდება.
რატომ? იმიტომ, ლოლა, რომ ყველაფერი სტანდარტული, ყოველთვის იკლებს ფასში.
სამკუთხედი მაგარი ფიგურაა. ჩვენი ცხოვრება… ჩემი ცხოვრება… სამკუთხედია. წრე თქვენი იყოს. ვინც ვერ გაიგო.
დროა მოვრჩე. შორს წავედი. ქადაგება არ მიყვარს. დღეს. ყოველ შემთხვევაში.
ლოლიტა ქართული ფილმი ნანახი გაქვთ? ქატო იქა, ფქვილი აქა… იქიდანაა ციტატა. არ უნდა გავჩერებულიყავი ახლა მე. რაღაც ისევ წერა მომინდა… მაგრამ აღარ დავწერ არაფერს… ხვალ. ზეგ. დავწერ. ახლა აღარ.
რაც კი რამ გვქონდა ლხინისთვის მომზადებული,
ახლა დაკრძალვის მწუხარე დღეს უნდა მოხმარდეს.
მუსიკის ხმები სევდიანმა ზარმა შეცვალოს,
ლაღი ქორწილი გადაიქცეს გლოვის ქელეხად,
ტკბილი ჰანგები – მწუხარების მოთქმა-ტირილად,
და ამ ჯვარსაწერ გვირგვინითაც საფლავი მოვრთოთ!
სამგლოვიაროდ შეიცვლება სხვაც ყველაფერი!
გავფრინდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიით!!!

I didn’t know I could use my mobile phone to add an entry. That’s fun :) I’m in Batumi right now enjoying my holiday with Lola, Gaga, MAMONT, Gizo and Guricha. I will come back soon (i hope)
ლიტერატურის თეორიას, როგორც დისციპლინას, ყოველთვის იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა, ვინაიდან, თავისთავად თეორიული მოძღვრება იყო.
დღეს ოთხშაბათია:) ახალი ვთქვი ვითომ რაღაც. ეს დღე განსაკუთრებით არ მიყვარს. კვირის შუაა. მე კი ყველაფერი ნეიტრალური მეზიზღება. დღეს დღისით გაგა გავუშვი სახლში. თარგმანში მეხმარებოდა. ერთ თავს მოვრჩი. კარგი გამოვიდა. მანამ გაგა წავიდოდა ირმამ დარეკა. ვაგზალზე ვარო და მოვალო. არ ჩანს. უკვე რვა საათი გახდება მალე. ალბათ, მანამ ტუალეტში არ მოუნდება, არ მოვა. იქნებ რამე მოუვიდა? :) არ ვიცი, მაგრამ დარეკვა არ მინდა. რაში მჭირდება, რომ პირველი ვიყო ვინც ’ამას’ გაიგებს? :) არ ჯობია ვინმე სხვამ შემატყობინოს… იქნებ სტკივა ახლა რამე… აწვალებენ… ან თავს იწვალებს ხოხვა-ხოხვით გადაადგილებისას… ახლოს ხალხმრავალი ადგილი ეგულება… მიხოხავს… თავზე მტრედები ასკლინტავენ… მაგრამ თავისას არ იშლის… გადარჩენისთვის იბრძვის. ქალია მაინც:) გამძაფრებული ინსტინქტებით, რას იზავ? სისხლზე არაფერი დამიწერია :) არც ვაპირებ. არა, არა, არც შინაგან სისხლდენებზე :)
ვინამპში Blondie-ა. ირმა ისევ არ ჩანს. სამზარეულოში ლიულიუ, ეკა და მანანა ალაგებენ რაღაცეებს. ლოლა გურიჩას დაემგზავრა. ნეტა რის ფასად? :) გურო, ალბათ მომავალ პროექტებზე უყვება. ქალებს ხომ ძლიერ უყვართ ყბედობების მოსმენა? შეჩვეულები არიან. Рок. ისე ყბედობა ცუდი სიტყვაა? არ ვიცი. ბლუყუნს ჯობია მგონი.
აგრესიული ვხდები… ირმა მალე მოდი რა…
კიდევ ლოლას მობილურის ზარები. ეს ცალკე მეცნიერებაა. მისი საყვარელი სიმღერებიც ბერძნული მოტივებით… ტვინი… ჩემი საწყალი ტვინი… ანდა მჭირდება ახლა :) საროკინი მელოდება და რუსულ-ქართული ლექსიკონი, რომელიც გუშინ შევიძინე თარგმანისთვის მიღებული ჰონორარის ნაწილით.
შოკოლადშიც მაქვს ასაღები ფული… ნატკა არ ჩანს ჯერ. შოკოლადის ნატკა, თორემ ჩემი ნატკა გუშინ იყო ამოსული. არასოდეს მივიწყებს. ეჰ, ვერ ვარ დილიდან რაღაც:)
მეტი არაფერი მაგონდება ამ მომენტში:)
დროებით, სრიკი :))