[დღეს არის: 20 აპრილი, 2009. გავიდა 1 წელი, 9 თვე და 21 დღე, რაც ვიკიპედიელად ვითვლები!]
თინეიჯერობის გაცილების მეორე წელს, როცა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ში “ნანიკოს შოუს” სცენარისტად დავიწყე მუშაობა (მაინც ჟღერს რა :> ), ქართული რეალობიდან გამომდინარე, მრავალ სხვა ფუნქციასაც ვითავსებდი, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, გადაცემის გარკვეული პრომოუშენი თუ პოპულარიზაციაც შედიოდა. თუმცა, ამ უკანასკნელი პროცესის პერსპექტივა მაინცდამაინც არ მხიბლავდა…
როგორც არ უნდა იყოს, სხვადასხვა ფორუმზე რამდენიმე პოსტის შემდეგ, გადავწყვიტე, ჩემს იმ დროისთვის ყველაზე მოხმარებად [მეზიზღება ეს სიტყვა:)] საიტზე – “ვიკიპედიაზეც” შემექმნა გადაცემისთვის განკუთვნილი გვერდი გვერდი. სწორედ ასე გაჩნდა “თავისუფალ ენციკლოპედიაში” ჩემი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი ”ნანიკოს შოუსთვის” მიძღვნილი გვერდი (ერთ-ერთი პირველი იმიტომ, რომ ადრეც მქონდა გარკვეული ინფორმაციის შეტანის მცდელობები, თუმცა – უშედეგოდ).
მოკლედ, დიდი შესავლებით არ მოგაწყენთ (ან დიდად არ მოგაწყენთ შესავლებით…) და პირდაპირ ვიტყვი, რომ დღეს დიდი დღე მქონდა :) არა იმიტომ რომ ადრე გავიღვიძე და პრინციპში, ახლაც არ მძინავს, არამედ იმიტომ რომ დღეს მოვახერხე ჩემი რეზიუმეს კიდევ უფრო დახვეწა, ერთი სარეკომენდაციო წერილის მოპოვება და რაც ყველაზე მთავარია, სამოტივაციო წერილის ჩონჩხის ჩამოყალიბება.



