არ ვიცი ჩემი ესპანეთისადმი სიყვარულის, თუ ამ ბოლო დროს, ალმოდოვარის ფილმების აქტიურად ყურების გამო, მაგრამ გადავწყვიტე მეცადა და სახელგანთქმული გასპაჩო ჩემს ოთხ მეტრ-კვარდატიან სამზარეულოში მომემზადებინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინია რამე საშინელება არ გამოვიდეს, ინტერესი მაინც დიდია:) ამიტომ, აქ წერის პარალელურად, შევეცდები ის პროდუქტები მოვიძიო, რომელიც ამ ანდალუზიურ ცივ სუპში შედის:)
სია კი დაახლოებით ასე გამოიყურება:
- 150 მლ. ზეითუნის ზეთი
- მარილი
- ბულგარული წიწაკის ნახევარი
- კიტრის ნახევარი
- 1 კგ. პამიდორი
- 1 თავი ნიორი
- 100 გრ. გამხმარი თეთრი პური (რომელიც წყალში უნდა გალღვეს)
- 2 ს/კ ღვინის ძმარი
- 1 მოხარშული კვერცხი
- ყინულის კუბიკები
ჩანაფიქრში, ეს ყველაფერი (კვერცხის და ყინულის გარდა) ბლენდერში უნდა ჩაიყაროს და აირიოს და 10 წუთის შემდეგ, საცერზე გაიწუროს:) ვნახოთ, რა გამოვა:))




