არა, აზრი არ აქვს ჩემს 12 საათზე დაწოლას. მაინც არ მეძინება:) ძალიან ბევრ რამეზე ვიწყებ ფიქრს. განსაკუთრებით დღეს, იმდენი უცნაური მოვლენა გამახსენდა, რომ შეპარვითაც ვერავის მოვუყვები, რომ არაფერი ვთქვათ ამ თავგადასავლებისა თუ განცდების ბლოგზე გამოქვეყნებაზე. ისევ ჩემთვის შევინახავ, სჯობს:)
ისე კი, დამეწყო. დანიაზე ფიქრი. მართალია ივნისის ბოლომდე დიდი დროა, მაგრამ მაინც. მინდა, ყველაფერმა შარლოტას პირველი ქორწილივით ჩაიაროს:) Perfect ანუ:) ამიტომ, აუცილებელია ყველაფრის დროულად დაგეგმვა, რაც ისევ და ისევ ჩემი პრეროგატივაა. მინდა ეს თუ არა.
ამ ეტაპისთვის, გაგზავნილია აკრედიტაციის მოთხოვნა და დანიის საელჩოშიც ანკარაში ჩემი მრავალკითხვიანი წერილი ყველაზე კომპეტენტურ ადამიანს გადაუმისამართეს.
შანსი არაა, ვიზისთვის კიევში ჩავიდე. უნდა არსებობდეს სხვა, რაიმე ალტერნატიული ხერხი და იმედია, ასეც იქნება.
მოკლედ, დიდი იმედებით და ჯერ არანაირი შედეგით, ველოდებით პასუხებს ორი ინსტანციიდან. და თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა, წელს ყველაზე დაუვიწყარი ზაფხული 2010 წლის როსკილდეს ფესტივალზე მექნება:)
საერთოდ, არ მიყვარს ასე წინასწარ ლაპარაკი. პოსტ-ფაქტუმ მირჩევნია. მაგრამ, მერე არავინ თქვათ, რომ არ გამიფრთხილებიხართ:) ამიტომ, ვისაც არ ეზარება დანიაში წამოსვლა, როკ-მუსიკა გიყვართ, თუ ზემოთ მოტანილი ვიდეოთი მოიხიბლეთ, ანდაც უბრალოდ ჩემთან ერთად გსურთ 8 დღის გატარება, დამეკონტაქტეთ ფეისბუქზე დეტალებისთვის:)


არა, პირველი რაც თვალში მოგხვდებათ MTV-ის ახალი ლოგო არაა. ეს უბრალოდ, ამ ცვლილებით გამოწვეულ ჩემს გუშინდელ ისტერიაზე ონლაინ-მეგობარი – ბუიანის რეაქცია იყო. ნუ, რეაქცია ცოტა გადამეტებული ნათქვამია – ყველაფერი ამის შესახებ თავისი აზრი, პრინციპში, პირდაპირ არ დაუფიქსირებია ჯერ. თუმცა, პირწიგნაკზე მთავარ სურათად ამ ლოგოს შერჩევისკენ რამ უბიძგა, ჩემთვის დაახლოებით გასაგებია. თუმცა, ჩემი გადამეტებული ემოციურობა იყო ეს, თუ თვითონაც შეეხო ეს ამბავი რაიმე კუთხით - ეს უკვე მეორეხარისხოვანია. უპირველესია, რომ რაღაც კონკრეტულ დიაპაზონზე მე და ბუიანი ერთად ვართ და ეს უკვე კარგია და გვეყო, საერთოდაც, მასზე საუბარი:) გადავიდეთ ლოგოზე…





