…ალერსით დამონება და სითბოს ჩუქება იქეთ იყოს და ამ უკანასკნელი კვირის განმავლობაში თავში უეცრად მოსული აზრი იმის შესახებ, თუ რა ინფექციების აკიდება შეიძლება ერთი შეხედვით – უწყინარი კოცნით, მოსვენებას არ მაძლევდა. ბოლოს, როგორც იქნა, მოვიცალე და როგორც რიგით იპოქონდრიკს ეკადრება, ამ თემაზე მინი გამოკვლევა ჩავატარე.
აღმოჩნდა, რომ ასობით მიკრობთან, ჩევულებრივ გაციებასთან, თუ კარიესის და პირის ღრუს სხვა დაავადებების გამომწვევ ინფექციებთან ერთად, ტუჩებში კოცნით, კერძოდ კი – ნერწყვით, რამდენიმე არც თუ ისე სასიამოვნო დაავადებასთან თუ ვირუსთან გადაყრა შეიძლება:) და სულაც არ არის აუცილებელი, მათ მატარებელს ეს რაიმენაირად ეტყობოდეს ან თუნდაც, ამ უკანასკნელმა, საერთოდ იცოდეს მის ორგანიზმში ვირუკების არსებობის შესახებ:)
მოკლედ, გვეყო შესავლები და პირდაპირ გადავიდეთ სიაზე:
- В ჰეპატიტი [+ქრონიკული] – ვირუსული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ზოგადი ინტოქსიკაციითა და ღვიძლის უპირატესი დაზიანებით /ვრცლად/.
- გრიპი – მწვავე მაღალკონტაგიოზური (ადვილად გავრცელებადი) ვირუსულ დაავადება /ვრცლად/.
- ე(პ)ბშტეინ-ბარის ვირუსი – ვირუსი, რომელიც იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს.
- ინფექციური და ჩვეულებრივი მენინგიტი – ტვინის გარსების ანთება /ვრცლად/.
- ინფექციური და ჩვეულებრივი მონონუკლეოზი – მიმდინარეობს ანგინითა და სისხლის მხრივ ცვლილებების (მონონუკლეარული უჯრედების სიჭარბე ლეიკოციტურ ფორმულაში) განვითარებით /ვრცლად/.
- კონტაგიოზური მოლუსკი – კანის დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსი პოქს ვირუსების ოჯახიდან /ვრცლად/.
- მეჭეჭი – კანის ვირუსული დაავადება /ვრცლად/.
- პოლიომიელიტი – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების დაზიანებით და შედეგად, კიდურებისა და სხეულის კუნთების დუნე დამბლის განვითარებით /ვრცლად/.
- ციტომეგალოვირუსი – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰერპესის ჯგუფის ინფექციური დაავადება /ვრცლად/.
- ჰერპესული ინფექცია – ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებით, ზოგჯერ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის, ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებაც /ვრცლად/.
ბოლოს კი, ვიდეო განწყობისთვის:




აქედან ერთი დასკვნა – ნუ კოცნით ავადმყოფებს :))))
=)) თუ ჩვეულებრივი გაციება ე.წ. გრიპი, კოცნით აიკიდე, ჯობია ექიმს გაესინჯო იქნებ ღორის გრიპია??
ნუ ამუქებ:)
საინტერესოა მაგ დაავადებების შიშით ვინ იტყვის კოცნაზე უარს. :)
უარს ნაღდად არ ვიტყვი კოცნაზე, “არ” კი არა ვეეერ… =)))))
ეშმაკმაც დალახვროს! ყოველ კოცნაზე მაგ დაავადებებზე უნდა ვიფიქრო ახლა… :|
საერტოდ ადამიანები შედეგზე არფიქრობენ.ადამიანს რომშეხედავ და საშინლად კარიესანი კვილები აქვს, როგორ უნდა მოგინდეს კოცნა იმასთან , (პუკე)ხოდა კიდევ მეორე, როდესაც ადამიანი აცემინებს მაშინაც უამრავი ბაქტერიები გამოიყოფა, და კოცნისას ხო საერთოდ, ფუუუუუუ, ვერ ვიტან კოცნებს, გადაკოცვნასაც კი (პუკე)
mechechic tu sheizleboda kocnis shedegad gadadeboda adamians, namdvilad ar vicodi :-):-):-):-)
ნუ, ძალიან არ ვერკვევი მედიცინაში, მაგრამ, სავარაუდოდ, რაღაც ვირუსი იწვევს იმ მეჭეჭს, რომელიც კოცნით გადადის:)
exla gamovjanmrteldi infekciuri mononukleozisgan da ai sashinelebaaaaa. ubralod ver itkvi ro kocnit gadagedeba marto da egre gijivit tu inerviule kvelaferze, davjdet kvela saxlshi da davspirtot camshi ertxel kvelaferi:))))) erti rac vivi ro es daavadeba 80% akvs mozardebis da umetesobas ise gadaak ro verc igeben ;) da tu ar akoce da tu ar gikvars da koveltvis mag kvelaferze tu ifikre exla ra gadamedebao ristvis vcxovrobt???:P