მიუხედავად იმისა, რომ მე და მარი ვერაფრით ვერ შევთანხმდით ჯერ ფერზე, ხოლო შემდეგ – ამ ფერების ერთად შერჩევის დროსა და ადგილზე; მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, ლოდინით დაღლილმა ფერებად კლასიკური შავ-თეთრი ავირჩიე და “პროფოტოში” სამი იდენტური ფაილი შავის სამ სხვადასხვა ვარიაციაში ამომიბეჭდეს; მიუხედავად იმისა, რომ “ფოტოსამყაროში” დაბრუნებულმა, ფერები შემისწორეს, ხოლო ამჯერად ზომებს აურიეს და საბოლოო ჯამში, მომიწია შეგუება იმასთან, რაც ხელთ მქონდა; მიუხედავად იმისა, რომ დღეს აგარაკიდან ჩამოსულს, ორმხრივი სკოჩი გადაგდებული დამხვდა და საჩქაროდ, “გუდვილის” დახურვამდე 30 წუთით ადრე მომიწია მისი ყიდვა… ყველაფერი ამის მიუხედავად, ამ კვირაში და შესაბამისად, ზაფხულის ოფიციალურ დადგომამდე, ჩემი “ისრების პროექტი” დასრულებულად გამოვაცხადე და ოთახის ერთ-ერთ კედელი ვექტორული გრაფიკის სამი ნიმუშით დავამშვენე:)
დიდი მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა:)
P.S. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი თავზე არ დამეცეს, რადგან ორმხრივი სკოჩი რაღაცას აპროტესტებს:)
Теократия (от 
Рефлексия – это осознание 6-ти частей своей личности:



