დღეს რაღაც ხასიათზე ვიყავი… მომიარა – სხვა სიტყვებით:)
სოუსი “ბოლონიეზე”

ეს მაგიდა ერთხელ შემაგინებს:)
- 2 კბილი ნიორი – 1 ცალი 0.15 ლარი
- 1 ცალი ხახვი – 0.20 ლარი
- 1 ცალი სტაფილო – 0.12 ლარი
- 1 კონა ოხრახუში – 0.61 ლარი
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი – 1 ბოთლი 4.65 ლარი
- 25 გრ. ნაღების კარაქი – 1 შეკვრა 2.30 ლარი
- 500 გრ. შერეული ფარში – 4.79 ლარი
- 100 გრ. ბეკონი – 1.56 ლარი [პანჩეტას ვინმე თუ იპოვის, მეც მასწავლეთ სადაა:)]
- 300 მლ. რძე - 1 კოლოფი 3.30 [ქართული არ იყო]
- 300 მლ. წითელი მშრალი ღვინო – 1 ბოთლი საფერავი 11.02 ლარი
- 2 ს/კ ტომატის პასტა – 1 ყუთი 1.5 ლარი
- 2×400 გრ. (800 გრ) მთლიანი დაკონსერვებული პომიდორები - 4 ლარი [თუმცა, დაკონსერვებულის მაგივრად შემეშალა და მარინადი ვიყიდე]
- 2 ჩ/კ მშრალი ბალახების ნარევი – 1 კოლოფი 7.20 ლარი
ასევე:
- გახეხილი პარმეზანი – 200 გრ. 14 ლარი
- სპაგეტი – 1 კოლოფი 2.10 ლარი
სულ [ა-ლა 'Grand Total']: 57 ლარი 50 თეთრი ‘გუდვილიდან’ გაუსვლელად
P.S. მარილი და წიწაკა გემოვნებით ყველგან:) [ჯანმრთელობის სამინისტროს გაფრთხილებასავითაა]
მომზადების წესი:

პახმელია და ქვითარი
საშუალო სიდიდის ღრმა ქვაბში ვასხავთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთს და ვდებთ კარაქს. ვურევთ გადნობამდე 1-2 წთ. ვამატებთ რაც უფრო შეიძლება წვრილად დაჭრილ ხახვს, ნიორს, სტაფილოს და ბეკონს. 8-10 წუთი პერმანენტულად ვურევთ და ველოდებით მანამ, სანამ ბოსნეული დარბილდება, მარა არ დაიხრაკება:)
შემდეგ ვამატებთ ფარშს და ვურევთ, რომ ზომიერად გადავანაწილოთ მთელს ქვაბზე. შემდეგ ამ ფარშუკას 5 წუთი ვაცალკევებთ რაც უფრო შეიძლება აგრესიულად, სანამ არ გაყავისფერდება.
შემდეგ ვამატებთ წინასწარ მომზადებულ 300 მლ რძეს. ავურევთ, მოვუმატებთ ცეცხლს და 10-15 წუთი დაველოდებით, სანამ ფარში მთლიანად არ შეიწოვს რძეს. ამის შემდეგ ვამატებთ იგივე რაოდენობის ღვინოს და ისევ ვიცდით 10-15 წუთი შეწოვა-აორთქლებამდე.
შემდეგ ვამატებთ ტომატის პასტას და კანგაცლილ პამიდორებს, თუ თქვენც წნილი იყიდეთ. თუ მთლიანი კონსერვირებული პომიდორები გაქვთ, მაშინ ვყრით მთლიანად. ცარიელი პომიდვრის ქილები ავავსოთ ჩვეულებრივი სასმელი წყლით და ჩავასხათ ქვაბში. ასევე ჩავყაროთ მშრალი ბალახი, მარილი, წიწაკა, მწვანილი და თუ რამე გაგახსენდებათ კიდე:) კიდევ უფრო მოვუმატოთ ცეცლს, მივიყვანოთ დუღილამდე და პომიდორები გადავანაწილოთ ამასობაში.
შემდეგ ცეცხლს მაქსიმალურად დავუკლოთ ან, უკეთეს შემთხვევაში, ყველაზე პატარა კომფორზე გადავიტანოთ [იქ, სადაც თურქულ ყავას ადუღებენ ხოლმე] და ვამზადოთ 2 საათი, თან ყოველ 20 წუთში მოვურიოთ. ამ ეტაპზე, არ არის უცილებელი სოუსმა იდუღოს, საკმარისია პატარ-პატარა ბუშტუკები ზედაპირზე.
2 საათის შემდეგ, ’დავასვენოთ’ სოუსი და ამასობაში, მოვხარშოთ სპაგეტი. თუ სპაგეტის მოხარშვა არ იცით, მაშინ წადით რესტორანში, უფრო იაფად გამოხვალთ:)

რომა, ლოლა, სანდრო და კადრს მიღმა დარჩენილი ორი მზარეული - გიგა და გიგა




ბუნდოვნად მახსოვს…. )
კი აბა:)
ბუნდოვნად მახსოვსო – არადა რო ჭამა როგორ მოეწონა :D
არა მაინც მშვენიერი 3 საათი გამოგვივიდა – მომზადებიდან კერძის მირთმევის ჩათვლით.